ამბები

23:33 | 28.08.2010 | ნანახია 2983 - ჯერ

“ბათუმმა” “არადი” ფინალში არ აუშვა

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა “ბათუმი XV”-მა, რომელიც ქართული კლუბების მორაგბეებითაა გაძლიერებული, რუმინული “არადი” 30:17 დასცა და მას ფინალში გასვლის საშუალება არ მისცა. პირველ სექტემბერს, ბათუმური კლუბის სახელით მობურთალი გუნდი “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება და “შავი ზღვის თასის” პირველი გათამაშების ერთ-ერთი ქართველი ფინალისტის ვინაობაც, მათი ჯახის შედეგად გაირკვევა.
“ბათუმი”-“არადის” მატჩში, ჯარიმით ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ 25-ე წუთისათვის, ხამაშურიძის და შკინინის ლელოების შემდეგ, რომლებიც კიკნაძემ ზუსტად გარდასახა, “ბათუმი XV” 14:3 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს, ბათუმელებს კიკნაძე გაუსინბინეს და რუმინელებმაც ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირეს, თუმცა, ტაიმი მასპინძლებმა 20:10 მოიგეს, რადგანაც შესვენებამდე აშვეთიამ ჯარიმა გამოიყენა. მე-2 ნახევრის შუაწელს ლელო არჩუაშვილმა მიითვალა და მას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ბოლოსკენ, ლელო-გარდასახვა რუმინელებმაც მიითვალეს, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ქულები ისევ ქართველებმა აიღეს - კიკნაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და “ბათუმი XV”-მა 30:17 იმარჯვა.
ამრიგად, A ჯგუფის გამარჯვებულის ბედს “ბათუმი XV”ისა და “ლოკომოტივის” დაპირისპირება გადაწყვეტს და ფინალში ერთი ქართული გუნდი უთუოდ იქნება. დღის მეორე შეხვედრაში, B ჯგუფის მატჩში, ოდესის “კრედო 63”-მა და რუმინულმა “ბუქარესტმა”, ერთურთს სამ-სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ უკრაინელებმა უკეთ ურტყეს, თამაში 28:23 მოიგეს და ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილზე გასვლის შანსი გაიზარდეს. ამ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა პირველ სექტემბერს, თბილისის “ლელოსა” და “ბუქარესტის” დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

A ჯგუფი
24 აგვისტო
“ლოკომოტივი” (თბილისი) - “არადი” (რუმინეთი) 28:30
28 აგვისტო
“ბათუმი XV” - “არადი” (რუმინეთი) 30:17
 
1. ბათუმიXV      1 1 0 0 30-17 4
2. არადი             2 1 0 1 47-58 4
3. ლოკომოტივი 1 0 0 1 28-30 1
 
1 სექტემბერი
“ბათუმი XV” - “ლოკომოტივი” (თბილისი) (18:00 საათი -  Live)
 
B ჯგუფი
24 აგვისტო
“ლელო” (თბილისი) - “კრედო 63”  (უკრაინა) 28:10
28 აგვისტო
“ბუქარესტი (რუმინეთი) - “კრედო 63” (უკრაინა) 23:28
 
1. ლელო         1 1 0 0 28-10 5
2. კრედო 63    2 1 0 1 38-51 4
3. ბუქარესტი  1 0 0 1 23-28 1
 
1 სექტემბერი
“ლელო” (თბილისი) - “ბუქარესტი” (რუმინეთი) (20:00 საათი)

4 სექტემბერი.
V ადგილისთვის
A III – B III (18:00 საათი)
III ადგილისთვის
A II – B II (20:00 საათი)
5 სექტემბერი. ფინალი
A I – B I (18:00 საათი Live)
ზურა ქსოვრელი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075031