საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა კოჭის ტრავმა სრულად მოიშუშა და საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მესამე ტურის მატჩში “კლერმონის” რიგებში მოედანზე პირველი წუთებიდან იყო, მაგრამ სინბინის გამო, 10 წუთი სადამსჯელო სკამზე გაატარა.
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სინბინი 73-ე წუთზე დაიმსახურა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. “ბრივის” პირველ ხაზში დავით ხინჩაგიშვილი არ გამოჩენილა, “კლერმონმა” კი პრემიალური ქულა იმის გამო მიიღო, რომ სამი ლელო გაიტანა, თავად კი ერთიც არ მიიღო.
დავით ქუბრიაშვილის “ტულონი”, საკუთარ მოადანზე “მეტრო რასინგთან” 31:36 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 15:16-ს აგებდა, მაგრამ მატჩის ბედის შეცვლა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ქართველ ლეგიონერთა თავშესაფარმა “მონპელიემ”, გასული ჩემპიონატის ფინალისტი და წინა წლის ჩემპიონი “პერპინიანი” 16:6 დასცა. “მონპელიეს” ოთხი ქართველი ლეგიონერიდან, გიორგი ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს, 44-ე წუთზე, მოედანზე შეცვლაზე შევიდა მამუკა გორგოძე, ხოლო პირველხაზელი გოდერძი შველიძე და მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე განაცხადში არ იყვნენ.
აქვსენტი გიორგაძისა და და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, “ბაიონი” 25:16 ისე დაამარცხა, რომ ქართველი პირველხაზელების დახმარება არ დასჭირდა. 23 წლის პირველხაზელ ბექა შეყლაშვილს, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მისმა “აჟენმა” “ბიარიცს” 28:23 სძლია. ამავე ტურის სხვა შეხვედრებში, “ლა როშელმა” “ბურგონი” 20:12 დაამარცხა, “ტულუზამ” კი სტად ფრანსეს” 34:16" აჯობა.
ამასობაში, სტარტი აიღი საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის გათამაშებამ. მამუკა მაგრაქველიძის “ტარბი”, “ნარბონთან” სტუმრად 29:34 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი მოედანზე 48-ე წუთზე გავიდა, როდესაც ანგარიში 25:20 იყო “ნარბონის” სასარგებლოდ. გურამ კავთიძეს “ლიონმა”, “ექს ონ პროვანსი” 22:9 დაამარცხა, ქართველი პირველხაზელი კი მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია