ამბები

15:02 | 3.09.2010 | ნანახია 2136 - ჯერ

მეორე ადგილისთვის

სამი ერის 2010 წლის თასის გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ აღარ დგას, ამდენად, ხვალ სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის სარაგბო ნაკრებები იმას გაარკვევენ, ტურნირში მეორე ადგილს ვინ დაიკავებს, ამას გარდა კი, გუნდები “მანდელას სინსაც” გაითამაშებენ.
“ვოლაბიზის” თავკაცმა რობი დინსმა გუნდების წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიც “ქურციკებმა” 44:31 მოიგეს, შემადგენლობაში სამი ცვლილება შეიტანა. ამჯერად, პირველივე წუთებიდან მოედანზე იქნებიან სთივენ მური, მარკ ჩიზომი და ბენ მაკქალმანი. სამაგიეროდ, მარქაფაში დარჩებიან საია ფაინგა, დინ მამი და რიჩარდ ბრაუნი.
თავის მხრივ, აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ვილიერსმა ერთადერთი გადაადგილება მოახდინა. ფანდერმერვეს ნაცვლად, სასტარტო თხუთმეტეულში დანი როსუს ვიხილავთ.
აფრიკულ-ავსტრალიური დაპირისპირება ბლუმფონტეინის “ვოდაკომ არენაზე” თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 
 
 
 
“ვოდაკომ პარკი” (ბლუმფონტეინი), სამხრეთ აფრიკა. 19:00 
სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
სამხრეთ აფრიკა:
15 ფრანსუა სტეინი, 14 ჯეი-პი პიტერსენი, 13 ჟაკ ფური, 12 ჟან დეფილიერსი, 11 ბრაიან ჰაბანა; 10 მორნეი სტეინი, 9 ფრანსუა ჰუხარდი; 1 გათრო სტენკამპი, 2 ჯონ სმიტი (კაპ.), 3 იანი დიუპლესი; 4 დანი როსუ, 5 ვიკტორ მეტფილდი; 6 სხალკ ბერგერი, 7 ჟოან სმითი, 8 პიერ სპისი.
მარქაფა: 22 ხიო აპლონი, 21 ჟოან დეიონხი, 20 რიკი იანარი; 16 ჩილიბოი რალეპელი, 17 სი-ჯეი ფანდერლინდე; 18 ფლიპ ფანდერმერვე, 19 რაიან კანკოვსკი.
ავსტრალია: 15 ქერთლი ბილი, 14 ჯეიმზ ოქონორი, 13 ადამ ეშლი-კუპერი, 12 მეთ გიტო, 11 დრუ მიჩელი; 10 ქვეიდ კუპერი, 9 ვილ გენია; 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 სალესი მაფუ; 4 მარკ ჩიზომი, 5 ნეითან შარფი; 6 როქი ელსომი (კაპ.), 7 დევიდ ფოქოქი, 8 ბენ მაკქალმანი.
მარქაფა: 22 ენთონი ფაინგა, 21 ბერიქ ბარნსი, 20 ლუკ ბერჯესი; 16 საია ფაინგა, 17 ჯეიმზ სლიფერი; 18 დინ მამი, 19 რიჩარდ ბრაუნი.
მსაჯები: ვეინ ბარნსი (ინგლისი),  ნაიჯელ ოუენსი (უელსი), საიმონ მაკდაუელი (ირლანდია)
 
სამი ერი 2010
10/07 (ოქლენდი) ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 32:12
17/07 (ველინგთონი) ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 31:17
24/07 (ბრისბენი) ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა 30:13
31/07 (მელბურნი) ავსტრალია – ახალი ზელანდია 28:49
7/08 (ქრაისთჩერჩი) ახალი ზელანდია – ავსტრალია 20:10
21/08 (იოჰანესბურგი) სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია 22:29
28/08 (პრეტორია) სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია 44:31
 
1. ახალი ზელანდია 5 0 161:89 23
2. სამხრეთ აფრიკა 1 4 105:153 6
3. ავსტრალია 1 3 99:126 5
 
ქულათა დარიცხვის სისტემა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0. რვა ქულაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა – თითო ქულა.
 
ბოლო მატჩი
11/09 (სიდნეი) ავსტრალია – ახალი ზელანდია 14.00

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120724