ამბები

18:31 | 6.09.2010 | ნანახია 3426 - ჯერ

უკრაინელები ტყუილში ამხილეს

თბილისში ახლახანს დასრულებულ “შავი ზღვის თასის” გათამაშებაში, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინულმა “კრედო 63”-მა რუმინული “არადი” 17:12 კი დაამარცხა, მაგრამ სადისციპლინო კომისიამ ოდესელთა მხრიდან დებულების დარღვევა აღმოაჩინა და მესამე საპატიო ადგილი რუმინელებს გადაეცათ, უკრაინელები კი მეოთხეზე დაქვეითდნენ.
საქმე ისაა, რომ “კრედოს” მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ, “ბუქარესტთან” ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრაში ატეხილი ჩხუბის გამო დისკვალიფიცირებულ მორაგბე ევგენი ჩაიკას, 33-ნომრიან მაისური გადააცვა და მასიუკოვის გვარით ათამაშა. ეს ტურნირის ორგანიზატორებს არ გამორჩათ და მისი დირექტორის - ლაშა ხურციძის, მატჩის არბიტრისა (გ. ამირხანაშვილი) და კომისრის (დ. მიქაბერიძე) განცხადების საფუძველზე, სადისციპლინო კომისიამ შემდეგი ვერდექტი გამოიტანა:
 “ამა წლის 4 სექტემბერს, ქ. თბილისში გაიმართა “შავი ზღვის თასის”  საერთაშორისო საკლუბო ტურნირის მატჩი - უკრაინის კლუბ “კრედო 63”-სა და რუმინეთის კლუბ “არადს” შორის.  ზემოაღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას კლუბ “კრედო 63”-ის რიგებში მატჩის კომისრის მხრიდან დაფიქსირდა დისკვალიფიცირებული მორაგბე ევგენი ჩაიკა, რომელიც მოედანზე თამაშობდა მასიუკოვის გვარით. სადისციპლინო კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იხელმძღვანელა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კოდექსის 1.7 მუხლით და დაადგინა - რაგბის კლუბ “კრედო 63”-ს ზემოაღნიშნულ მატჩში ჩაეთვალოს წაგება 0:30”.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076913