რუსეთის ნაკრების კაპიტანი ვასილი არტიომოვი ამბობს, რომ ორი კვირის წინ რუმინეთთან 0:30 განცდილი მარცხისას, გუნდმა საკუთარი პოტენციალი ვერ გამოავლინა და მომენტები ვერ გამოიყენა.
ის იმედოვნებს, რომ „დათვები“ საქართველოსთან მატჩში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ და სრული თავდადებით ითამაშებენ.
„ამინდი დიდწილად განსაზღვრავს ორივე გუნდის თამაშის ხარისხს და მათ ტაქტიკას. ჩვენ მზად ვართ, როგორც კარგ, ასევე ცუდ ამინდის პირობებში სათამაშოდ. კორექტივები იქნება, მაგრამ მთლიანობაში, ეს ბევრს არაფერს შეცვლის. ველით მძლავრ ფიზიკურ დაპირისპირებას. ახლა ის დრო აღარაა, როდესაც ჩვენს თამაშებს თან პოლიტიკური ელფერი ახლდა და საქართველო და რუსეთი არიან გუნდები, რომლებსაც კარგი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ალექსანდრ პერვუხინმა აღნიშნა და მე მას სრულად ვეთანხმები, რომ თვალწინ გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ და რა დონეზეც უნდა ვითამაშოთ. იმედია, ამას მივაღწევთ.
უშუალოდ მომავალ შეხვედრაში სრულად დავიხარჯებით. რუმინეთთან მატჩის შემდეგ უკმაყოფილების შეგრძნება დაგვრჩა. ჩვენ ვერ გამოვავლინეთ პოტენციალი და ვერ გამოვიყენეთ უამრავი მომენტი. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან მატჩისთვის მზადების პერიოდში მთავარი ყურადღება შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ“ - თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არტიომოვმა.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვეხდრა 12 მარტს, სოჭში თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაიხარჯEტ რამდენი გინდათ, მაინც არ აგცდებათ