საქართველოს მორაგბეთა XXII ჩემპიონატის XI რაუნდის ცენტრალურ შეხვედრაში, “ვისოლი-ყოჩებმა” ჩემპიონი მინიმალური სხვაობით კი დაამარცხა, მაგრამ პარალელური შეხვედრები ისეთი შედეგით დასრულდა, რომელმაც “ლელოს” საუკეთესო ოთხეული დაუბევა.
ლელოელებმა ვისოლელებთან მოგებული თამაში წააგეს. პირველმა ნახერმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ სალელოვედ პირველმა “ყოჩებმა” გაიწია და გოგიშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწია. ამ დროისთვის “ვისოლი-ყოჩების” მოწინააღმდეგე მოედანზე კაცნაკლული იყო, მაგრამ იმდენი შეძლო, რომ გუგავამ ინდივიდუალური გარღვევა განახორციელა და ლელო გაიტანა, ტაიმი კი ფრედ 11:11 დასრულდა.
მეორე ნახევარი “ლელოს” შეტევებით დაიწყო, რასაც “ყოჩებში” სინბინი და ყიასაშვილის გატანილი ჯარიმა მოყვა. მალე მახარაშვილს წონასწორობის აღდგენის საშუალება მიეცა, მაგრამ გასატინი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. “ყოჩებმა” თავისი არ დაიშალა და 59-ე წუთზე ნიკოლაიშვილმა ლელო გაიტანა, მახარაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა. “ლელომ” მალევე ჯარიმით უპასუხა, მერე კი, მახარაშვილმა სალელოვე შეტევა ჩაშალა და სინბინი დაიმსახურა. ამას “ლელოს” 5-მეტრა შერკინება მოყვა, რაც “ყოჩებმა” ისევ წესის დარღვევით შეაჩერა და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა, მაგრამ ყიასაშვილმა გარდასახვის შესრულება დააგვიანა - ბურთი გადაუგორდა.
მართალია მალე ყიასაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ჯოგლიძემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ლელო გაიტანა, თუმცა ყიასაშვილმა გარდასახვით ვერ ისარგებლა და “ვისოლი-ყოჩებმა” გაიბრძოლა. მისი მცდელობა ადანაიას ლელოთი დაგვირგვინდა, გეგენავამ კი რეალიზაცია გამოიყენა. ბოლო წუთზე “ლელო” ისევ დაჯარიმდა, მახარაშვილმა ზუსტად დაჰკრა და “ვისოლი-ყოჩებს” 28:27 მოაგებინა.
“ლოკომოტივი” პირველი ნახევრის შემდეგ “ბათუმი XV”-ს 24:10 უგებდა. ზღვისპირელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ორი ლელო და რეალიზაცია გაიტანეს, წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ დარჩენილ დროში სამი ჯარიმა გაუშვეს და “ლოკომოტივმა” 33:24 მოიგო. “აკადემიამ” და “არმაზმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ფრედ ითამაშეს, ქუთაისის “აია” კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ისინი რუსთავში “ხარებს” პირველი ტაიმის შემდეგ უგებდნენ, მაგრამ 12:16 დამარცხდნენ.
საქართველოს XXII ჩემპიონატი რაგბიში. მეორე წრე
28 სექტემბერი. სამშაბათი. XI ტური
თბილისი. “ვისოლი”. 236 მაყურებელი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - ლელო (თბილისი) 28:27 (11:11)
ვისოლი-ყოჩები: 15 მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. გრძელიშვილი, 12. ადანაია, 11. ნიჟარაძე, 10. კუპრეიშვილი, 9, ბეგაძე; 1. გოგიშვილი, 2. მამუკაშვილი, 3, ხოსიტაშვილი, 4. არჩუაშვილი, 5. ბულაშვილი, 6. ტყეშელიაძე, 7. კალმახელიძე, 8. ნიკოლაიშვილი.
ლელო: გოგიშვილი, ნიკოლაიშვილი,
ჯარიმა: მახარაშვილი
სინბინი: გოგიშვილი, მახარაშვილი
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე, 13. კორკელია, 12. ანდღულაძე, 11. გუგავა, 10. ლომინაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. ხორბალაძე, 5. აზალაძე, 6. ი. მაისურაძე, 7. დაუშვილი, 8. ჭყოიძე.
ლელო: გუგავა, ტექნიკური, ჯოგლიძე
ჯარიმა: ყიასაშვილი
სინბინი: აზალაძე
თბილისი. “მიხეილ მესხი”
აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 22:22
თბილისი. “ლოკომოტივი. (ბაზა)
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი XV (ბათუმი) 33:24
რუსთავი. “ტექნიკუმი”
ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 16:12
1 | ლელო | 11 | 8 | 0 | 3 | 299-146 | 16 |
2 | ვისოლი-ყოჩები | 11 | 7 | 1 | 3 | 241-178 | 15 |
3 | ლოკომოტივი | 11 | 7 | 0 | 4 | 239-171 | 14 |
4 | აია | 11 | 7 | 0 | 4 | 248-197 | 14 |
5 | არმაზი | 11 | 4 | 1 | 6 | 184-266 | 9 |
6 | აკადემია | 11 | 3 | 2 | 6 | 151-178 | 8 |
7 | ხარები | 11 | 4 | 0 | 7 | 132-256 | 8 |
8 | ბათუმი XV | 11 | 2 | 0 | 9 | 188-280 | 4 |
მომდევნო ტური
2 ოქტომბერი: არმაზი - ლოკომოტივი, ვისოლი-ყოჩები - ბათუმი XV, აია - ლელო, აკადემია - ხარები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია