რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) იმ მატჩების განრიგი გამოაქვეყნა, რომლებიც სტარტს ოქტომბრის მიწურულს აიღებს და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. მომავალ კალენდარში თამაშების უმრავლესობა ტესტ-მატჩების სტატუსს ატარებს, ოფიციალური კი მხოლოდ რუმინეთისა და ურუგვაის ნაკრებთა დაპირისპირება იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიოს 2011 წლის თასის ბოლო საგზურს ეცილებიან და მონტევიდეოსა და ბუქარესტში სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებას გამართავენ.
ნოემბერი დატვირთული იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რომელიც ერთკვირიან მონაკვეთში თბილისში “ეროვნულ სტადიონზე” ჯერ – კანადას, შემდეგ კი აშშ-ს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ IRB-ს ამჟამინდელ რეიტინგში ორივე ხსენებული ნაკრები “ბორჯღალოსანთა” წინ იმყოფება, მათი დამარცხების შემთხვევაში კი, ქართველ მორაგბეებს კლასიფიკაციაში წინსვლა გარანტირებული ექნებათ.
საერთოდაც, მომავალი ტესტები IRB-ს რეიტინგში საგრძნობ ცვლილებებს რომ შეიტანს, აქედანვე ცხადია, გარდა ამისა კი, მწვრთნელებს მომავალი მსოფლიოს თასისთვის გუნდის უკეთ შეთამაშების საშუალება მიეცემათ.
“ნოემბრის ტესტებს მომავალი ბატალიებისთვის მზადების პროგრამაში უდიდესი როლი აკისრიათ. ის გუნდები, რომლებიც მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან, მზადების გადამწყვეტ ფაზაში სწორედ ახლა გადადიან. რაგბის საერთაშორისო საბჭო ყველაფერს აკეთებს, რათა სათამაშო პრაქტიკა ე.წ. “მეორე რანგის” ქვეყნებსაც არ მოაკლდეთ. ამ მხრივ განსაკუთრებულ მადლობას საფრანგეთის რაგბის კავშირსა და ფრანგ “ბარბაროსებს” ვუხდით, რომლებმაც 26 ნოემბერს ტონგასთან თამაშზე თანხმობა განაცხადეს”, - აღნიშნა IRB-ს განვითარებისა და ანალიზის განყოფილების თავმჯდომარე მარკ იგანმა.
23 ოქტომბერი
რუსეთი – არგენტინა A (მოსკოვი)
რუსეთი – არგენტინა A (მოსკოვი)
ახალი ზელანდია – ავსტრალია (ჰონგ კონგი)
უელსი – ავსტრალია (კარდიფი)
ინგლისი – ახალი ზელანდია (ლონდონი)
ირლანდია – სამხრეთ აფრიკა (დუბლინი)
ბელგია – კანადა (ბრიუსელი)
იაპონია – რუსეთი (ტოკიო)
ესპანეთი – კანადა (მადრიდი)
პორტუგალია – აშშ (ლისაბონი)
ინგლისი – ავსტრალია (ლონდონი)
ირლანდია – სამოა (დუბლინი)
უელსი – სამხრეთ აფრიკა (კარდიფი)
იტალია – არგენტინა (ვერონა)
შოტლანდია – ახალი ზელანდია (ედინბურგი)
საფრანგეთი – ფიჯი (ნანტი)
ურუგვაი – რუმინეთი (მონტევიდეო)
უელსი – ფიჯი (კარდიფი)
იტალია A – ტონგა (უცნობია)
შოტლანდია A – აშშ (გეილშაილზი)
საქართველო – კანადა (თბილისი)
მსაჯი: პასკალ გოზე (საფრანგეთი)
პორტუგალია – ნამიბია (კოიმბრა)
ინგლისი – სამოა (ლონდონი)
შოტლანდია – სამხრეთ აფრიკა (ედინბურგი)
იტალია – ავსტრალია (ფლორენცია)
ირლანდია – ახალი ზელანდია (დაბლინი)
საფრანგეთი – არგენტინა (მონპელიე)
საფრანგეთის “ბარბაროსები” – ტონგა (უცნობია)
საქართველო – აშშ (თბილისი)
მსაჯი: პიტერ ალენი (შოტლანდია)
პორტუგალია – კანადა (ლისაბონი)
ესპანეთი – ნამიბია (მალიორკა)
რუმინეთი – ურუგვაი (ბუქარესტი)
ინგლისი – სამხრეთ აფრიკა (ლონდონი)
შოტლანდია – სამოა (აბერდინი)
იტალია – ფიჯი (მოდენა)
უელსი – ახალი ზელანდია (კარდიფი)
საფრანგეთი – ავსტრალია (პარიზი)
ირლანდია – არგენტინა (დუბლინი)
ბარბაროსები – სამხრეთ აფრიკა (ლონდონი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია