ზე-18

16:35 | 11.03.2016 | ნანახია 1151 - ჯერ

სუპერ რაგბი სანაკრებო ჯახების პარალელურად [+სტრიმები]

სანაკრებო - ექვსი ერისა და ერთა თასის შეხვედრების პარალელურად, სუპერ რაგბის მესამე ტურში ხვალ, 12 მარტს, ხუთი თამაში გაიმართება და ზე რაგბის გულშემატკივრებს, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში მოსაწყენად არ ეცდებათ.

ჰაილენდერსი [ახალი ზელანდია] - ლაიონსი [სამხრეთ აფრიკა]

თბილისის დროით 10:35 საათზე დანედინში ზელანდიურ-აფრიკული დაპირისპირება იწყება. „ჰაილენდერსი“ „ლაიონსს“ მასპინძლობს, რომელმაც გასულ ტურში კიდევ ერთი ზელანდიური კლუბი „ჩიფსი“ მისსავე მიწაზე 36:32 დაამარცხა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ლაიონსმა“ ზელანდიაში გამარჯვება მოიპოვა და ამით ბევრი რამ თავდაყირა დააყენა. მაშინ სპეციალისტები „ჩიფსს“ 16-ქულიან გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ და მაგრად შეცდნენ. მგეზავმა ელტონ იანტიზმა, რომელიც საუკეთესო ფორმაშია, გუნდი შემოქმედებითად ათამაშა და შერკინების ნაცვლად ხაზით ატევინა. ის კარგადაა შეთამაშებული 9 ნომერ დე კლერკთან და ამ წყვილმა ახლაც თუ ასე იმუშავა, „ლაიონსს“ 3-კვირიანი გასვლითი მატჩების სამი გამარჯვებით დასრულების შანსი ექნებათ.

მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. აფრიკელებს „ჰაილენდერსი“ ელით, რომელიც საჩემპიონო ტიტულს იცავს და ზელანდიაში ზედიზედ ორი თამაშის მოგება ყველა გუნდისთვის თითქმის მიუღწეველი ამოცანაა. ჩემპიონებმა ახალი სეზონი მძიმედ დაიწყეს და ჯერ „ბლუსსთან“ მცირედით დამარცხდნენ, ხოლო ერთი კვირის წინ „ჰარიკეინს“ თავად მოუგეს მინიმალური სხვაობით. „მთიელებს“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ექვსი მოგება აქვთ, სამხრეთ აფრიკელებთან დანედინში 2013 წლის შემდეგ არ დამარცხებულან და დიდი ალბათობა იმისა, აფრიკელებმა 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია სწორედ „ჰაილებდერსთან“ შეწყვიტონ.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა შარშან მაისში, იოჰანესბურგში გაიმართა და ტაიმი ზელანდიელებმა 20:5 მოიგეს. მაგრამ ეს დასასრული როდი იყო, მეორე ტაიმში , 15 წუთის ინტერვალით, „ლაიონსმა“ სამი ლელო დადო, ბრძოლაში დაბრუნდა და დასკვნით 10 წუთში გატანილი წყვილი ჯარიმით 28:23 იმარჯვა. და მაინც, სპეციალისტები არც ამჯერად იხრებიან აფრიკელების მხარეს და მასპინძლებს 7-ქულიან გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

http://www.vipleague.tv/rugby/350580/1/highlanders-vs-lions-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350580/2/highlanders-vs-lions-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350580/3/highlanders-vs-lions-live-stream-online.html

მელბურნ რებელსი [ავსტრალია] - ქუინსლენდ რედსი [ავსტრალია]

12:40 საათზე მელბურნში იწყება ავსტრალიური დერბი. „რებელსი“ ორმატჩიანი ტურნეს შემდეგ, რომელთაგან ერთი მოიგო და ერთში დამარცხდა, ახალ სეზონში საკუთარ მოედანზე პირველ თამაშს ატარებს. ამ გუნდებს შორის გამართული ათი შეხვედრიდან, რვა „წითლების“ გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ბოლო დროს „რებელსმა“ სიტუაციის გამოსწორება მოახერხა და ორი გამარჯვება ბოლო ოთხ დაპირისპირებაში მოიპოვა.

მიმდინარე სეზონი „რედსმა“ საშინლად დაიწყო და ორი მარცხის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ გრემმა თანამდებობა დატოვა. გუნდში მრავლადაა ტრავმირებული მოთამაშეები და ასეთ ფონზე გასაკვირი არაა, რომ სპეციალისტები „რებელსის“ გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.

http://www.vipleague.tv/rugby/350581/1/rebels-vs-reds-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350581/2/rebels-vs-reds-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350581/3/rebels-vs-reds-live-stream-online.html

სანვულვზი [იაპონია] - ჩიტასი [სამხრეთ აფრიკა]

იაპონური „სანვულვზი“ სუპერ რაგბიში თავის მეორე შეხვედრას გამართავს. სინგაპურში შეხვედრა თბილისის დროით 14:50 საათზე იწყება და ერთმანეთის წინაშე ორი თანაბრძალოვანი გუნდი წარსდგება. მართალია იაპონელები ტურნირის დებიუტანტები არიან, მაგრამ პირველ ტურში ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და „ლაიონსთან“ მხოლოდ 13 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. „ჩიტასმა“ სეზონის სტარტზე ორი მარცხი განიცადა და ახლა გასვლითი შეხვედრა აქვთ, თუმცა ეს ის მეტოქეა, ვისთანაც ნეიტრალურ მოედანზე გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სუპერ რაგბის შეხვედრას სინგაპური უმასპინძლებს და თამაში გადახურულ, „ეროვნულ სტადიონზე“ გაიმართება.

პირველ-ორ ტურს თუ გადავხედავთ, თამაშში ბევრი ქულები უნდა გავიდეს. „ჩიტასმა“ განვლილ შეხვედრებში ჯამში 30 ბოჭვა გააცუდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში. თავის მხრივ, „სანვულვზმა“ დაუბრობელი „ლომები“ 109-ჯერ კი შებოჭეს, მაგრამ 26 გაუცუდდათ და ასეთ ფონზე გამარჯვების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, იაპონელებს პრობლემები ჰქონდათ დერეფანში თამაშისას და საკუთარი მოწოდებების მხოლოდ 57% მოიგეს. ამრიგად, ბევრი რამ მოთამაშეთა ინდივიდუალიზმის გადასაწყვეტი იქნება და მიუხედავად იმისა, რომ იაპონელებს სამოელი ტუსი პისი ყავთ, სპეციალისტები სტუმრებს 9-ქულიან გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

http://www.vipleague.tv/rugby/350582/1/japan-vs-cheetahs-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350582/2/japan-vs-cheetahs-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350582/3/japan-vs-cheetahs-live-stream-online.html

კინგზი [სამხრეთ აფრიკა] - ჩიფსი [ახალი ზელანდია]

სამხრეთ აფრიკაფში, პორტ-ელიზაბეტში ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი „კინგზი“ ახალზელანდიურ „ჩიფსს“ უმასპინძლებს. „ბელადები“ გასულ ტურში მოულოდნელად დამარცხდნენ „ლაიონსთან“, თანაც საკუთარ კედლებში ახლა რეაბილიტაციას სამხრეთ აფრიკაში, ოღონდ ქვეყნის სხვა გუნდთან ეცდებიან. „კინგზისა“ და „ჩიფსის“ გზები აქამდე ერთადერთხელ, 2013 წელს გადაიკვეთა და ზელანდიელებმა მაშინ 35:24 მოიგეს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

http://www.vipleague.tv/rugby/350583/1/kings-vs-chiefs-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350583/2/kings-vs-chiefs-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350583/3/kings-vs-chiefs-live-stream-online.html

სტორმერსი [სამხრეთ აფრიკა] - შარქსი [სამხრეთ აფრიკა]

ტურის ცენტრალური მატჩი, სამხრეთ აფრიკული დერბი კეიპტაუნში, 19:05 საათზე დაიწყება და ერთმანეთის წინაშე სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში ოთხიდან ორი დაუმარცხებელი გუნდი, „სტორმერსი“ და „შარქსი“ წარსდგებიან. ეს ის შეხვედრაა, რომელმაც აფრიკის კონფერენციის ლიდერი უნდა გამოავლინოს და გუნდების რეალური ძალაც აქ გამოჩნდება.

„სტორმერსმა“ „ხარების“ დამარცხების შემდეგ 2012 წლიდან პირველად, გამარჯვებას ბლუმფონტეინშიც მიაღწია. გამარჯვებები დიდწილად სტატიკაში დომინირებით მოიპოვა, თუმცა „ჩიტასთან“ მატჩის მიწურულს ის ჩვეულად დამაჯერებელი აღარ იყო. გუნდმა ტრავმის გამო 12 კვირით დაკარგა ახალგაზრდა გამთამაშებელი რობერტ დუ პრესი და ამის გამო მწვრთნელს გუნდში კიდევ ერთი ახალგაზრდის დაწინაურება მოუხდა. დანაკლისი აქვთ „ზვიგენებსაც“ პეტ ლემბის სახით, მაგრამ მას ჯო პიტერსენი შეცვლის, რომელსაც გამოცდილება არ აკლია.

მოკლედ, ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან საუკეთესო სტატისტიკის მქონე „სტორმერსი“, რომელიც საშუალოდ მხოლოდ 8 ბოჭვას აცუდებს თამაშში ფა „შარქსი“, რომელსაც სუპერ რაგბის გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბურთით განვლილი მეტრების კუთხით - 550. ასეთ ფონზე სპეციალისტები გამარჯვებას „სტორმერსს“ უწინასწარმეტყველებენ, რომელსაც ზურგს საკუთარი გულშემატკივარი გაუმაგრებს.

http://www.vipleague.tv/rugby/350584/1/stormers-vs-sharks-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350584/2/stormers-vs-sharks-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/350584/3/stormers-vs-sharks-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:30 | 12.03.2016
BEERTRANCE (1073)

ზელანდიური ჯახი მაგარი იყო

19:25 | 11.03.2016
გუბერნატორი (11)

ძაან კარგი სტატიაა

0.178685