ამბები

11:31 | 18.10.2010 | ნანახია 3605 - ჯერ

სრკ-ს დანდობილი “ხარებმა” დარქინა

კი ეგონა თბილისის “არმაზს”, რომ გარკვეული შანსი ჰქონდა, მაგრამ... “არმაზის” წევრთა ჩხუბმა, ისინი გადათამაშებამდე მიიყვანა, სადაც დასჯილი მორაგბეების გარეშე წარსდგნენ და გვარიანადაც წააგეს.
ჩაშლილ შეხვედრაში “არმაზი” რუსთაველებს 7:3-ს უგებდა და ძალაში სჯობდა, ახლა კი, რუსთაველებმა, თბილისელები რომ იტყვიან, სრულად დაჯაბნეს. “არმაზი” ლამის ლოცულობდა, შერკინება არ დანიშნულიყო, მეტოქე მეტრობით უკან ახევინებდა და თუ მოლი შეიქმნებოდა, მტრისას და ავისას. მიუხედავად ამისა, “არმაზს” ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ კიკნაძემ შორიდან ააცილა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა საკუთარი უპირატესობით კარგად ისარგებლეს და “არმაზი” ჯარიმის გატანით დასაჯეს. მანამდე, წიკლაურს ისეთი დარტყმა გაუფუჭდა, რომ იტყვიან, ბავშვიც გაიტანდაო.
“ხარებმა” ძალაში უპირატესობა იგრძნო, მიაწვა და 23-ე წუთზე მოქიაშვილის ლელოს  გამორჩა. გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა. “არმაზმა” გაიბრძოლა, მაგრამ საპასუხოდ, წიკლაურის ჯარიმა მიიღო და “ხარებმა” ტაიმი 11:0 მოიგო. მე-2 ნახევრის დასაწყისში თბილისელებმა მდგომარეობის შეცვლა სცადეს, არაფერი გამოუვიდათ. მეტოქემ ისინი 40-მეტრა მოლით ათრია და ცხადაძემ ლელო გაიტანა. 52-ე წუთზე, “არმაზმა” მიძალება ტექნიკური ლელოს ხარჯზე შეაჩერა, 65-ე წუთზე კი, ლელო ზირაქაშვილმა მიითვალა და მის გუნდს 28:0 მოაგებინა.
ამრიგად, რუსთავის “ხარებმა” უძლიერესთა შორის ადგილი დაიბევა, “არმაზს” კი, თბილისის “ივერიასთან” ორმატჩიანი ჯახი მოუწევს.



რუსთავი. “ტექნიკუმი”. 200 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) – არმაზი (თბილისი) 28:0 (11:0)
ხარები (1-15):
მაჭარაშვილი, კაკაბაძე, მოქიაშვილი, ქარუბნიშვილი, კობერიძე, გოგიაშვილი, ღამბარაშვილი, ცხადაძე, ხუციშვილი, წიკლაური, ბებიაშვილი, ლობჟანიძე, ღამბაშიძე, ბერიაშვილი, მუსაღაშვილი.
სათადარიგოები: აღაშვილი, წიკლაური, გალიაშვილი, ზირაქაშვილი, მელიქიშვილი, ქვლივიძე, ჭაავა
არმაზი: ბუკია, თაგაური, ესართია, კანდელაკი, ჟღენტი, ი. მინაშვილი, ო. მინაშვილი, თიგიშვილი, მისრიაშვილი, კიკნაძე, ხუციშვილი, კაიფაჯიანი, მჟავანაძე, ჩხაიძე, კოტორაშვილი.
სათადარიგოები: ლეკბორაშვილი, რობაქიძე, ბაქანიძე, ლაშაძე, სირაძე, ჭელიძე      


ზურა ქსოვრელი


 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082358