ამბები

16:52 | 18.10.2010 | ნანახია 1618 - ჯერ

“მონპელიე” და “ბრივი” უდანაკარგოდ ლიდერობენ

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, “ჩელენჯ ქაფ”-ის ორი ტურის შემდეგ, ქართველი ლეგიონერების კლუბებს - “ბრივს” და “მონპელიეს” ორ-ორი გამარჯვება დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ამ ტურნირის მონაწილე კიდევ ერთი ფრანგული კლუბი “აჟენი”, სადაც ქართველი მორაგბე თამაშობს, დამარცხდა, თუმცა, მას მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ  წინ აქვს.
ყველაზე “ქართულმა” ფრანგულმა კლუბმა “მონპელიემ”, საკუთარ მოედანზე ინგლისის “ნიუკასლს” უმასპინძლა და 9 647 მაყურებლის თვალწინ 32:8 დაამარცხეს. მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის გუნდმა, უპირატესობა პირველსავე წუთებზე მოიპოვა და მე-17 წუთისთვის ორი ჯარიმით 6:0 იგებდა. “ნიუკასლმა ჯერ ჯარიმით უპასუხა, 29-ე წუთზე კი ლელო გაიტანა და 8:6 დაწინაურდა. მასპინძლებმა უპირატესობა შესვენების წინ გატანილი ჯარიმით დაიბრუნეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ და უპირატესობა ქულებშიც სათანადოდ ასახეს. “მონპელიემ” ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, 56-ე წუთზე კი, ლელო-გარდასახვით კიდევ უფრო წინ გაიჭრა, რასაც 65-ე წუთამდე თითო ჯარიმა, ლელო და რეალიზაციაც დაურთო და 32:8 დაწინაურდა. დასკვნითი 10 წუთი ინგლისელებმა უმცირესობაში გაატარეს, მაგრამ ფრანგებს მეტი ლელოს გატანის და პრემიალური ქულის აღების საშუალება არ მისცეს.
მიუხედავად ამისა, “მონპელიე”, რომელმაც პირველ ტურში ინგლისისვე “ექსეტერი” სტუმრად დაამარცხა, 8 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და ჯგუფიდან გასვლის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა. “ნიუკასლის” წინააღმდეგ 8 ნომრად სრულად ითამაშა მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ. ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა გიორგი ჟღენტმა, ხოლო გორგოძეს და შველიძეს მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.
დიდი ანგარიშით, 116:3 იმარჯვა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის “ბრივმა” ესპანეთში “ელ სალვადორთან”. ფრანგებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მერე კი მოწინააღმდეგეს 17 ლელო გაუტანეს. ჟენიენმა საკუთარ ანგარიშზე 5 ლელო ჩაიწერა, კამინატიმ კი სამი და მონაგარს 14 გარდასახვა და ერთი ჯარიმა დაურთო. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, “ბრივმა” კი იტალიური “პეტრარკასთან” მატჩის მსგავსად, ახლაც პრემიალური ქულა მიითვალა და ჯგუფს ინგლისის “სეილ შარქსთან” ერთად ლიდერობს.
ბექა შეყლაშვილის “აჟენი” “ლა როშელთან” 9 500 მაყურებლის წინაშე 23:30 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა. შეხვედრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს. “ლა როშელი” მორიგი ჯარიმით 30-ე წუთზე დაწინაურდა, რაზეც “აჟენმა” ორ წუთში ლელოთი და ზუსტი გარდასახვით უპასუხა. 36-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ ლელო მიიღეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა და ტაიმი 13:13 დასრულდა. მეორე ნახევარი “ლა როშელის” ლელოთი დაიწყო, რაზეც “აჟენმა” 46-ე წუთზე ასევე ლელოთი უპასუხა, რეალიზაციაც გამოიყენა და 20:18 დაწინაურდა. 55-ე წუთზე მასპინძლებმა თავისი მესამე ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს. “აჟენმა” ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე 68-ე წუთზე დაიყვანა, მაგრამ 76-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გაუშვა, რეალიზაცია კი ზუსტი არ აღმოჩნდა და სტუმრებმა ერთი პრემიალური ქულა მიიღეს.

“ამლენ ჩელენჯ ქაფი”. მეორე ტური
I ჯგუფი

კონახტი - ბაიონი 16:13
ჰარლექუინსი - კავალიერი 55:17

1  ჰარლექუინსი 2 1 0 1 67-33 6
2  კონახტი 2 1 0 1 37-36 5
3  ბაიონი 2 1 0 1 29-28 5
4 კავალიერი 2 1 0 1 40-76 4


მომდევნო ტური
12 დეკემბერი:
ჰარლექუინსი - კონახტი, ბაიონი - კავალიერი

II ჯგუფი
პეტრარკა - სეილ შარქსი 9:56
ელ სალვადორი - ბრივი 3:116

1  ბრივი 2 2 0 0 148-9 10
2 სეილ შარქსი 2 2 0 0 153-20 10
3 პეტრარკა 2 0 0 2 15-88 0
4 ელ სალვადორი 2 0 0 2 14-213 0


მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
პეტრარკა - ელ სალვადორი, ბრივი - სეილი

III ჯგუფი

მონპელიე - ნიუკასლი 32:8
ბურგონი - ექსეტერი 19:34

1  მონპელიე 2 2 0 0 52-21 8
2 ექსეტერი 2 1 0 1 47-39 5
3 ნიუკასლი  2 1 0 1 30-48 4
4 ბურგონი 2 0 0 2 35-56 1


მომდევნო ტური
9 დეკემბერი:
მონპელიე - ბურგონი; 11 დეკემბერი: ექსეტერი - ნიუკასლი

IV ჯგუფი
ბუქარესტი - კროსიატი 20:19
ლიდსი - სტად ფრანსე 13:22

1 სტად ფრანსე     2 2 0 0 79-19 9
2 ლიდსი 2 1 0 1 36-31 4
3 ბუქარესტი 2 1 0 1 29-42 4
4 კროსიატი 2 0 0 2 25-77 1


მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
ბუქარესტი - სტად ფრანსე; 12 დეკემბერი: ლიდსი - კროსიატი

V ჯგუფი
გლოსტერი - როვიგო 90:7
ლა როშელი - აჟენი 30:23

1 ლა როშელი 2 2 0 0 68-26 10
2 გლოსტერი  2 1 0 1 109-33 6
3  აჟენი 2 1 0 1 49-49 5
4 როვიგო 2 0 0 2 10-128 0


მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
როვიგო - აჟენი, ლა როშელი - გლოსტერი
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084151