ახალზელანდიელი მწვრთნელი უორენ გეტლანდი უელსის სარაგბო ნაკრების სათავეში კიდევ ოთხი წელი იქნება. უელსის რაგბის კავშირსა (WRU) და მწვრთნელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გეტლანდი უელსში სამუშაოდ მინიმუმ 2015 წლამდე დარჩება.
“დარჩენა გადავწყვიტე, რადგანაც მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბსა და ჩვენი განვითარების პროგრამას სრულად ვენდობი. ვიცი, რომ მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ნაკრებები უელსის გუნდს სერიოზულ ძალად აღიქვამენ, რაც სამომავლოდ იმედიანად განმაწყობს. წინ დიდი სამუშაო გველის და იმედი მაქვს, რომ უელსის რაგბის კავშირის ხელშეწყობით, გულშემატკივარს არაერთ სიხარულს ვაჩუქებთ”, - განაცხადა გეტლანდმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია