რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ახალ რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 66.38 ქულით მე-17 ადგილი შეინარჩუნა, ეს მდგომარეობა კი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე არ შეიცვლება, სანამ “ბორჯღალოსნები” საშემოდგომო ტესტებს არ ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს მომავალ თვეში ორი საკონტროლო შეხვედრა ელით, სადაც შოტლანდიელი მწვრთნელის რიჩი დიქსონის “ნათლობაც” შედგება. 20 ნოემბერს, “ბორჯღალოსნები” თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე კანადელებს ეთამაშებიან, 27-ში კი – აშშ-ს. ამ მატჩების მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდება.
განახლებულ კლასიფიკაციაში ცვლილებები არც სხვა წამყვან ქვეყნებს შეხებიათ, საშემოდგომო ტესტები კი მათ მდგომარეობაზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს. ცნობისთვის, უახლოესი თამაში 23 ოქტომბერს მოსკოვში შედგება, სადაც სტადიონ “სლავაზე” რუსეთი არგენტინის A ნაკრებს ეთამაშება. ეს გუნდების ერთი კვირის თავზე ერთმანეთს კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან, 30 ოქტომბერსვე კი კიდევ ორი მატჩი შედგება: იაპონია-სამოა და ახალი ზელანდია-ავსტრალია.
აქვე დავძენთ, რომ მოახლოებულ ტესტებში (“დათვები” 6 ნოემბერს ტოკიოში იაპონიასთანაც ითამაშებენ) რუსეთის ნაკრების ღირსებას ქართული ფესვების მქონე ორი მორაგბეც დაიცავს: პენზას “იმპერიის” წევრ 32 წლის კარლო მაღლაკელიძეს რუსების მაისური უკვე ცხრაჯერ აქვს მორგებული, “ნოვოკუზნეცკის” 29 წლის მორაგბე ვალერი ცნობილაძეს კი “დათვების” შემადგენლობაში დებიუტი ექნება.
1. ახალი ზელანდია 94.77
2. ავსტრალია 85.56
3. სამხრეთ აფრიკა 85.22
4. საფრანგეთი 82.75
5. ირლანდია 82.03
6. ინგლისი 81.82
7. შოტლანდია 79.81
8. არგენტინა 79.70
9. უელსი 78.58
10. ფიჯი 74.39
11. იტალია 72.97
12. სამოა 72.74
13. იაპონია 72.49
14. კანადა 69.43
15. აშშ 67.86
16. ტონგა 67.35
17. საქართველო 66.38
18. რუსეთი 65.80
19. რუმინეთი 65.10
20. ნამიბია 62.69
21. ურუგვაი 61.38
22. პორტუგალია 61.27
23. ესპანეთი 57.70
24. ჩილე 56.68
25. მაროკო 56.11
26. ბელგია 55.36
27. ყაზახეთი 55.20
28. ბრაზილია 54.56
29. უკრაინა 54.35
30. გერმანია 53.22
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია