ამბები

15:43 | 11.03.2016 | ნანახია 864 - ჯერ

აშშ-ს პროფესიული ლიგა აპრილში იწყება

ამერიკის შეერთებული შტატები ბოლომდე მოერგო რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლას და ამა წლის 17 აპრილს აშშ-ს პროფესიული ლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართება.

სადებიუტო სეზონში მასში ხუთი რეგიონების ნაკრები მიიღებს მონაწილეობას - „საკრამენტო“, „სან-ფრანცისკო“, „სან-დიეგო“, „დენვერი“ და „ოჰაიო“.

ტურნირი 16 კვირას გასტანს და ჯამში 30 შეხვედრა ჩატარდება. თითოეულ კლუბს 12 მატჩის ჩატარება მოუწევს და ჩემპიონი 30-31 ივლისს გამოვლინდება.

გულშემატკივრებისთვის კომფორტის შესაქმნელად თამაშები უმეტესად შაბათ-კვირას გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ს რაგბის პროფესიული ლიგის ყველა შეხვედრა ადგილობრივი ტელევიზიებით გადაიცემა. ვარაუდობენ, უკვე მომავალი სეზონიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა გაორმაგდება.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ამერიკული ფრანშიზი საქართველოს ნაკრების კაპიტნით, შალვა სუთიაშვილით იყო დაინტერესებული, მაგრამ ქართველმა ევროპაში არჩია დარჩენა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:31 | 12.03.2016
BEERTRANCE (1073)

მადლობა შალვას რო არ წავიდა. ნაკრებისთვის დაკარგული იქნებოდა

0.081664