ამბები

13:07 | 22.10.2010 | ნანახია 2562 - ჯერ

ათი საუკეთესო 7-კაცას ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ათი საუკეთესო კლუბი 7-კაცა რაგბიში, ამ უქმეებზე, დიდ დიღომში მდებარე “ვისოლის” ბაზაზე შეიკრიბება და 2010 წლის ქვეყნის საუკეთესო გუნდის სახელის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
წლეულს 7-კაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ტარდება. ქართულმა კლუბებმა გაზაფხულზე და ზაფხულში ორი შესარჩევი ეტაპი ითამაშეს და იქ ნაჩვენები შედეგებით მიღებული საერთო ცხრილით, ის 10 გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე ერთურთს მთავარ პრიზს შეეცილებიან. ის, რომ 7-კაცა რაგბი 15-კაცასაგან მკვეთრად განსხვავდება, იმითაც დასტურდება, რომ საუკეთესო ათეულში პირველი ლიგის რამდენიმე გუნდი მოხვდა. ორი ეტაპის ჯამში, ქულათა ყველაზე დიდი მარაგი, “ვისოლი-ყოჩებთან” ერთად, პირველ ლიგაში დაქვეითებულმა “ბათუმი XV”-მა დააგროვა. 10 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ პირველლიგელები “ბაგრატი”, “ხულიგანა” “კოლხი რაინდები” და “ივერია”.
მთლიანობაში, დასკვნით ეტაპზე  აღმოსავლეთის 6 და დასავლეთის 4 კლუბი ითამაშებს. ქუთაისს ორი წარმომადგენელი ჰყავს - “აია” და “ბაგრატი”, თითო-თითო გუნდი ეყოლებათ ბათუმს და ფოთს. რეგიონს წარმოადგენს რუსთავის “ხარები”, ხოლო დანარჩენი ხუთეული თბილისის გუნდებია. აღსანიშნავია, რომ 10 საუკეთესო გუნდს შორის თამაშის უფლება მოიპოვა თბილისის “ლელომ”, მაგრამ მორაგბეთა არყოლის მიზეზით, ამ უფლებაზე უარი თქვა და მისი ადგილი თბილისის “ივერიამ” დაიკავა.
გუნდები ორ ხუთგუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. პირველ დღეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება და ამავე ეტაპის დასკვნითი ტური მეორე დღესაც შედგება. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, თასის ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ჯგუფის მესამე-მეოთხედაგილოსნები, ასევე ნახევარფინალებიდან V-VIII ადგილებისათვის იბრძოლებენ. ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილზე გასული გუნდები ერთურთს ბოლოსწინა, IX ადგილისთვის შეერკინებიან. ფლეი ოფის და ფინალური შეხვედრები კვირას გაიმართება.

ა ჯგუფი
ბათუმი XV (ბათუმი)
აკადემია (თბილისი)
ბაგრატი (ქუთაისი)
ხარები (რუსთავი)
ივერია (თბილისი)

23 ოქტომბერი. შაბათი
ივერია - ბათუმი XV (11:30 საათი)
აკადემია - ბაგრატი (12:10)
ბათუმი XV - ხარები (12:50)
აკადემია - ივერია (13:30)
ბაგრატი - ხარები (15:20)
ბათუმი XV - აკადემია (16:00)
ბაგრატი - ივერია (16:40)
აკადემია - ხარები (17:20)
24 ოქტომბერი. კვირა
ბათუმი XV - ბაგრატი (11:30)
ხარები - ივერია (12:10)

ბ ჯგუფი
ვისოლი-ყოჩები (თბილისი)
აია (ქუთაისი)
ხულიგანა (თბილისი)
ლოკომოტივი (თბილისი)
კოლხი რაინდები (ფოთი)

23 ოქტომბერი. შაბათი
კოლხი რაინდები - ვისოლი-ყოჩები (11:50)
აია - ხულიგანა (12:30)
ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი (13:10)
აია - კოლხი რაინდები (13:50)
ხულიგანა - ლოკომოტივი (15:40)
ვისოლი-ყოჩები - აია (16:20)
ხულიგანა - კოლხი რაინდები (17:00)
აია - ლოკომოტივი (17:40)
24 ოქტომბერი. კვირა
ვისოლი-ყოჩები - ხულიგანა (11:50)
ლოკომოტივი - კოლხი რაინდები (12:30)

24 ოქტომბერი. ფლეი ოფები
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
21. ა3 - ბ4 (14:00)
22. ბ3 - ა4 (14:20)
თასის ნახევარფინალები
23. ა1 - ბ2 (14:40)
24. ბ1 - ა2 (15:00)
IX ადგილისთვის
ა5 - ბ5 (15:20)
VII ადგილისთვის
21 წაგებული - 22 წაგებული (15:40)
V ადგილისთვის
21 მოგებული - 22 მოგებული (16:00)
III ადგილისთვის
23 წაგებული - 24 წაგებული (16:30)
ფინალი
23 მოგებული - 24 მოგებული (17:00)

 

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087522