7-კაცა რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის პირველი დღე თბილისის “აკადემიამ” და “ვისოლი-ყოჩებმა” უდანაკარგოდ განვლეს. “აკადემიამ” ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო, ა ჯგუფში პირველი ადგილი ნაადრევად დაიბევა და თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, “ყოჩებს” იგივე უფლების მიღების შანსი ხვალ დილით, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ექნება.
ა ჯგუფში “აკადემიას” მთავარი კონკურენტი “ბათუმი XV” იყო, მაგრამ თბილისელებმა ზღვისპირელები 26:0 გაანადგურეს და დასკვნითი დღისთვის გარკვეული უპირატესობაც შეიქმნეს. ახლა მათ ნახევარფინალამდე დასვენების საშუალება აქვთ, ბათუმელებს კი მეორე ადგილის დასაკავებლად ქუთაისის “ბაგრატის” ძლევა მართებთ. თასის ნახევარფინალში მოხვედრის შანსი აქვთ რუსთავის “ხარებს” და “ივერიას”, რომლებიც დასკვნით დღეს ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ბათუმელები აუტსაიდერთან დამარცხდნენ, ზემოთნახსენებ წყვილში კი, ერთ-ერთმა დიდი უპირატესობით იმარჯვოს.
ბ ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება “ვისოლი-ყოჩებსა” და ქუთაისი “აია”-ს შორის შედგა. გუნდებმა ერთურთს ორ-ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ თბილისელებმა ორივე გარდასახვა გამოიყენეს, ქუთაისელებმა მხოლოდ ერთი და დამარცხდნენ. იმისათვის, რომ “ვისოლი-ყოჩებმა” ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, დასკვნით ტურში “ხულიგანასთან” არ უნდა წააგოს. არადა, “ხულიგანას” თასისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აქვს, მაგრამ ამისათვის მეტოქე რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს. ასეთ შემთხვევაში სამ გუნდს თანაბარი საცხრილო ქულები დაუგროვდება და მერე გატანილ-გაშვებული ქულები დაითვლება. ქუთაისელებს ნებისმიერ შემთხვევაში თავი ქუდში აქვთ. მათ უკვე ოთხივე შეხვედრა გამართეს და მართალია ერთი წააგეს, მაგრამ ქულათა სხვაობა ისეთი აქვთ, რომ მეორე ადგილს ვერანაირად ვერ დაკარგავენ. უსუსტესად ითამაშა “ლოკომოტივმა”, რომელმაც სამ შეხვედრა კინკილა ქულაც ვერ აიღო და ამის გაკეთებას დასკვნით დღეს ფოთელებთან ეცდება.
A ჯგუფი
23 ოქტომბერი. შაბათი
ივერია - ბათუმი XV 7:29
აკადემია - ბაგრატი 19:0
ბათუმი XV - ხარები 19:12
აკადემია - ივერია 19:5
ბაგრატი - ხარები 21:26
ბათუმი XV - აკადემია 0:26
ბაგრატი - ივერია 0:26
აკადემია - ხარები 19:5
1. აკადემია (თბილისი) | 4 | 4 | 0 | 0 | 83-10 | 8 |
2. ბათუმი XV (ბათუმი) | 3 | 2 | 0 | 1 | 48-45 | 4 |
3. ხარები (რუსთავი) | 3 | 1 | 0 | 2 | 43-59 | 2 |
4. ივერია (თბილისი) | 3 | 1 | 0 | 2 | 38-48 | 2 |
5. ბაგრატი (ქუთაისი) | 3 | 0 | 0 | 3 | 21-71 | 0 |
24 ოქტომბერი. კვირა
ბათუმი XV - ბაგრატი (11:30)
ხარები - ივერია (12:10)
B ჯგუფი
23 ოქტომბერი. შაბათი
კოლხი რაინდები - ვისოლი-ყოჩები 0:45
აია - ხულიგანა 26:7
ვისოლი-ყოჩები - ლოკომოტივი 35:0
აია - კოლხი რაინდები 43:0
ხულიგანა - ლოკომოტივი 28:0
ვისოლი-ყოჩები - აია 14:12
ხულიგანა - კოლხი რაინდები 22:7
აია - ლოკომოტივი 32:0
1. ვისოლი-ყოჩები (თბილისი) | 3 | 3 | 0 | 0 | 94-12 | 6 |
2. აია (ქუთაისი) | 4 | 3 | 0 | 1 | 113-21 | 6 |
3. ხულიგანა (თბილისი) | 3 | 2 | 0 | 1 | 57-33 | 4 |
4. ლოკომოტივი (თბილისი) | 3 | 0 | 0 | 3 | 0-95 | 0 |
5. კოლხი რაინდები (ფოთი) | 3 | 0 | 0 | 3 | 7-110 | 0 |
24 ოქტომბერი. კვირა
ვისოლი-ყოჩები - ხულიგანა (11:50)
ლოკომოტივი - კოლხი რაინდები (12:30)
24 ოქტომბერი. ფლეი ოფები
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
21. ა3 - ბ4 (14:00)
22. ბ3 - ა4 (14:20)
თასის ნახევარფინალები
23. ა1 (აკადემია) - ბ2 (14:40)
24. ბ1 - ა2 (15:00)
IX ადგილისთვის
ა5 - ბ5 (15:20)
VII ადგილისთვის
21 წაგებული - 22 წაგებული (15:40)
V ადგილისთვის
21 მოგებული - 22 მოგებული (16:00)
III ადგილისთვის
23 წაგებული - 24 წაგებული (16:30)
ფინალი
23 მოგებული - 24 მოგებული (17:00)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია