6 ერი

13:49 | 11.03.2016 | ნანახია 1058 - ჯერ

შმიდტმა შემადგენლობა დაასახელა

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯო შმიდტმა ის შემადგენლობა შეარჩია, რომლის მეშვეობითაც ექვსი ერის მეოთხე რაუნდში იტალიის დამარცხებას ეცდება.

ინგლისთან მარცხის შემდეგ, მწვრთნელმა შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება ჯარედ პეინი, რომელიც სტიუარტ მაკკლოსკის შეცვლის. ის ცენტრში რობ ჰენშოუს შეუწყვილდება. განაცხადში არაა რობ ქერნი, რომლის ადგილსაც საიმონ ზებო დაიკავებს. ინგლისთან სანაკრებო დებიუტი ჰქონდა ჯოშ ვან დერ ფლიერს და ახლა ის პირველად წარსდგება „ავივა სთედიუმის“ პუბლიკის წინაშე.

დუბლინში თამაში 12 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

ირლანდია: 15. საიმონ ზებო, 14. ენდრიუ ტრიმბლი, 13. ჯარედ პეინი, 12. რობი ჰენშოუ, 11. ლიტ ირლსი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მარეი; 1. ჯეკ მაკგრატი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონაჩა რაიანი, 5. დევიდ ტონერი, 6. სი-ჯეი სტენდერი, 7. ჯო ვან დერ ფლიერი, 8. ჯეიმი ჰისლიპი.

სათადარიგოები: 16. შონ კრონინი, 17. კიან ჰილი, 18. ნათან უაითი, 19. ოლტან დილეინი, 20. რის რადოკი, 21. კირან მარმიონი, 22. იან მადიგანი, 23. ფერგუს მაკფადენი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084384