ამბები

13:41 | 31.10.2010 | ნანახია 5744 - ჯერ

რუსების უშანსო პერსპექტივა უახლოეს ათწლეულში

...ამას გვიმტკიცებენ 19-წლამდე მორაგბეები, რომლებმაც მორიგი დამარცხება აწვნიეს რუსეთის ნაკრებს. თან როგორი ანგარიშით 38:7. აი რას გვწერს ბელგიაში მცხოვრები დიტო იოსელიანი: „ჩემი აზრით, ბიჭებმა ძალიან გამართულად ითამაშეს, პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ვფლობდით, მეტოქის თითქმის ყველა შეტევა ჩავშალეთ. მეორე ტაიმში პირველი 10 წუთი ისინი გვიტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მაყურებელს რაც შეეხება, 1000-მდე ქართველი ვიყავით და ბიჭები თამაშის ბოლოს ტრიბუნებთან მოვიდნენ, რომ მადლობა გადაეხადათ. ერთი სიტყვით, ანგარიში ნამდვილად შეეფერება დღევანდელ თამაშს. მე პირადად გამორჩეულად 11 ნომერი მომეწონა /გიორგი აბრამიძე/“
დიდი მადლობა დიტოს და იქაურ ქართველობას ასეთი მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, აქაურ ქომაგებს ვთვლი, რომ დიდ ვალში ვართ ზოგადათ ქართული რაგბის მიმართ და კარგი იქნება თუ  ამ ვალის გადახდას დღესვე  დავიწყებთ. „ქართული სპორტის ქომაგები“ ვაპირებთ ამაღამ  აეროპორტში დავხვდეთ გამარჯვებულებს და ქალაქამდე ღირსეული „ექსკორტით“ გამოვაცილოთ. შეგიძლიათ ნებისმიერი შემოგვიერთდეთ მანქანით, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე ღამის 2.00 საათზე. მსურველებმა დამიკავშირდით ტელ: 899 906000. ამით ბიჭებს დიდ სტიმულს მივცემთ სამომავლოდ.

ირაკლი ჟღენტი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109196