ამბები

17:37 | 3.11.2010 | ნანახია 3200 - ჯერ

ჭაბუკი “ბორჯღალოსნები” მეტოქეებს არ ინდობენ

გრძელდება საქართველოს ჩვიდმეტწლამდელ მორაგბეთა ნაკრების ტურნე უკრაინასა და მოლდოვაში. ჩვენი ჭაბუკები უკვე შეხვდნენ უკრაინის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს და ოდესის სარაგბო აკადემიის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში 55:13 სძლიეს.
მეორე მატჩში, ქართველ მორაგბეებს ოდესის სტუდენტთა რეგიონალური ნაკრები დაუპირისპირდა, რომელიც ჩვიდმეტწლიანების გარდა, 18-21 წლის მოთამაშეებსაც აერთიანებდა. ახალგაზრდა “ბორჯღალოსნებმა” კვლავ დაჯაბნეს მეტოქე, ანგარიში კი უფრო სოლიდური გახლდათ – 69:3.
17-წლამდელთა ნაკრების მენეჯერის ოთარ იაშვილის სიტყვით, ქართველების უპირატესობა თამაშის ყველა კომპონენტში აშკარა იყო.
გასულ შეხვედრას ოდესის კლუბ “კრედო 63“-ის ქართველი მოთამაშეები ესწრებოდნენ და თავიანთ თანამემამულეებს გულშემატკივრობდნენ.
როგორც ცნობილია, “კრედო“ წლეულს ზაფხულს, საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო საკლუბო ტურნირის “შავი ზღვის თასის გათამაშების” მონაწილე იყო და საკმაოდ კარგადაც იასპარეზა, თავად ქალაქი ოდესა კი ნელნელა უკრაინული რაგბის ცენტრი ხდება.
ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების ტური 4 ნოემბერს მოლდოვის ნაკრებთან შეხვედრით დასრულდება. მატჩი კიშინიოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ანანში გაიმართება.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083924