ამბები

16:56 | 14.11.2010 | ნანახია 3584 - ჯერ

“ლოკომოტივმა” ჩემპიონობა დაიბრუნა

საქართველოს მორაგბეთა 22-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალში თბილისის “ლოკომოტივმა” თანაქალაქელი “ლელო” 16:11 დაამარცხა და ქვეყნის უპირველესი გუნდის ტიტული დაიბრუნა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა “ლოკომოტივის” უპირატესობით ჩაიარა. საწყის 40 წუთში “რკინიგზელებმა” ერთი ლელო გაიტანეს, რომელიც შამუტაშვილის ანგარიშზეა, ხოლო საჯარიმო დარტყმები და გარდასახვა ზუსტად შეასრულა ბობა კვინიხიძემ.
მე-2 ნახევარში “ლელომ” თამაში გამოასწორა და საპასუხო ლელოც დადო, რომელიც ლექსო გუგავას ანგარიშზეა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიტუაციის შეცვლა მაინც ვერ მოახერხა.
ამრიგად, “ლოკომოტივმა” გასულ წელს დაკარგული ჩემპიონობა დაიბრუნა, შარშანდელი ჩემპიონი “ლელო კი, მე-2 ადგილს დასჯერდა.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100822