ქართული რაგბის სარაგბო თემი 18 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისათვის ემზადება. თბილისს რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რაგბის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი ჟან კლოდ ბაკე და რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი ესტუმრებიან.
ერთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ბერნარ ლაპასე და მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს დავით ტყეშელაშვილს შეხვდებიან.
მაღალი რანგის სტუმრები 18 ნოემბერს 12:30 წუთზე რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა “შევარდენის" ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. ლაპასე, ბაკე და იგანი ბაზას ნიკოლოზ გილაურთან, ლადო ვარძელაშვილთან, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთანა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გახსნიან.
ბერნარ ლაპასე და ჟან კლოდ ბაკე 19 ნოემბერს გაემგზავრებიან, მარკ იგანი კი 20 ნოემბერს გასამართი საქართველოსა და კანადის ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ტესტ-მატჩს დაესწრება და თბილისს 21 ნოემბერს დატოვებს.
სარაგბო სტუმრების შეხვედრათა გრაფიკი
11:20 – შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ბ-ნ ლადო ვარძელაშვილთან
12:00 – საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა “შევარდენზე” გასვლა
12:30 – საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზა “შევარდენის" ოფიციალური გახსნა
14:00 – შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბ-ნ ნიკოლოზ გილაურთან
15:00 – ლანჩი
17:30 – შეხვედრა თბილისის მერთან ბ-ნ გიგი უგულავასთან
18:30 – შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ბ-ნ დავით ტყეშელაშვილთან
20:00 – სადილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია