ამბები

23:18 | 18.11.2010 | ნანახია 4858 - ჯერ

მწვრთნელებმა ოცდაორი ჩამოწერეს

საქართველოსა და კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თავკაცებმა, ის 22-კაციანი შემადგენლობები ჩამოწერეს, რომლებიც 20 ნოემბერს ერთმანეთს “ბორის ბაიჭაძეზე” სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებიან.
მომავალი ჯახი ორივე გუნდისათვის უმნიშვნელოვანესია. კანადელებს არასდროს დაუმალავთ, რომ ამა წლის ნოემბერში, ოთხი მატჩიდან ისინი ყველაზე დიდ მნიშვნელობას სწორედ “ბორჯღალოსნებთან” ჯახს ანიჭებენ. აქამდე ოკეანისგაღმელებმა ბელგიას და ესპანეთს იოლად სძლიეს, ხოლო თბილისიდან გამგზავრების შემდეგ ლისაბონში პორტუგალიას შეერკინებიან. დღეისათვის 69,62 სარეიტინგო ქულით, კანადელებს რაგბის მსოფლიო საბჭოს რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია, საქართველოს კი 66,38 ქულა აქვს და მე-17 საფეხურზეა.
მომავალი დაპირისპირება ამ გუნდებისათვის მეორე იქნება. პირველი ჯახი 2009 წლის “ჩერჩილის თასის” გათამაშებაში შედგა და მაშინ კანადელებმა 42:10  იმძლავრეს. მაშინ “ბორჯღალოსნები” ძლიერ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ და ახლა თითქმის ოპტიმალური ძალებით ღირსეული რევანშის აღებას ეცდებიან. შარშან კანადასთან მობურთალთაგან ახლაც ძირითად შემადგენლობაშია შერკინების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, ვინაც მაშინ “ბორჯღალოსანთა” ერთადერთი ლელო გაიტანა. სათადარიგოთა შორისაა გარდასახვისა და ჯარიმის გამტანი მერაბ კვირიკაშვილი.
სრულიად შეცვლილია შერკინების პირველი ხაზი. ამ პოზიციის მორაგბეთაგან კანადასთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა იური ნატრიაშვილმა, რომელიც ამჯერად სათადარიგოთა შორისაა. მეორე ხაზზე უკვე ვთქვით, მესამეხაზელთაგან კი მაშინაც და ახლაც ძირითად შემადგენლობაშია გრიგოლ ლაბაძე. გასული ჯახის მსგავსად ახლაც 10 ნომერი იქნება ლაშა მალაღურაძე და უკანახაზელი ირაკლი მაჩხანელი. ძირითად შემადგენლობაშია ლექსო გუგავა, რომელმაც შარშან მეორე ტაიმში იბურთავა, სამაგიეროდ, ახლა სათადარიგოთა შორისაა დავით კაჭარავა.
მთლიანობაში, გასული მატჩის შემდეგ, შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ეს თამაში ქართველთათვის იმითაცაა ღირშესანიშნავი, რომ მწვრთნელთა ახალი შტაბისთვის სადებიუტოა და იმედია, ის საქართველოსათვის წარმატებული გამოდგება.  

20. ნოემბერი. თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. ტესტ მატჩი
საქართველო - კანადა (14:00 საათი)
საქართველოს ნაკრები კანადის წინააღმდეგ:
15. მალხაზ ურჯუკაშვილი (“გურდონი”, საფრანგეთი, 64 კეპი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 41), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 20), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 50), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 13), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 25), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 66); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 30), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 57), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 22), 4. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 13), 5. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 35), 6. გრიგოლ ლაბაძე (“გრასი”, საფრანგეთი, 61), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 41), 8. ბესიკ უდესიანი (“მაკონი”, საფრანგეთი, 39).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 27), 17. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 55), 18. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 17), 19. სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი, 13), 20. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 49), 21. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 36), 22. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 45).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
მწვრთნელის ასისტენტი: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი    
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
კანადის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ: 15. კირან ჰერნი, 14. ჯუსტინ მენსაჰ-კოკერი, 13. დტჰ ვან დერ მერვე, 12. ფილიპ მაკკენზი, 11. ჯეიმს პრიტჩარდი, 10. კონორ ბრეიდი, 9. სეან ვაიტი; 1. კევინ ტკეჩუკი, 2. პეტ რიორდანი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯოშ ჯექსონი, 5. ჯებ სინკლერი, 6. ჩაუნსეი ოტოლე, 7. ადამ კლებერგერი, 8. აარონ კარპენტერი.
სათადარიგოები: 16. ტომ დოლეზელი, 17. ენდრიუ ტიდმანი, 18. ჯონ პელანი, 19. ტაილერ ჰოტსონი, 20. სეან მიხაელ სტეფენი, 21. ჯეიმი მაკკენზი, 22. ნიკ ბლევინსი.
მთავარი მწვრთნელი: კირან კროული
მწვრთნელები: ნეილ ბარნსი, კლივ გრიფიტსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091434