საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა, ის 22 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 27 ნოემბერს 14:00 საათიდან “ბორის პაიჭაძეზე” აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდება.
კანადელებთან 22:15 მოგებული შეხვედრის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. ტრავმირებული მალხაზ ურჯუკაშვილის ადგილს 15 ნომრის პოზიციაზე ქუთაისის “აიას” მორაგბე ბესიკ ხამაშურიძე დაიკავებს, რომელსაც დიდი ხანია ნაკრების მაისური აღარ მოურგია, მაგრამ თავისი კარგი თამაშით ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობა დააინტერესა. უკანა ხაზში მეტი ცვლილება არ მომხდარა, ხოლო შერკინებაში ერთბაშად სამი ცვლილება მოხდა. ნეკნმტკივანი გია ლაბაძის ადგილს მესამე ხაზში სიმონ მაისურაძე დაიკავებს, რომელმაც კანადელთა წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა. პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში იქნებიან გოდერძი შველიძე და დავით ქუბრიაშვილი - პირველმა კანადასთან შეცვლაზე ითამაშა, მეორე კი განაცხადში არ იყო.
თამაშამდე აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს თბილისში ამერიკის ელჩის მოადგილე ქენთ დ. ლოგსდონმა უმასპინძლა. ამერიკელი მორაგბეები პატარა ქართველ მორაგბეებს მასტერკლასს ჩაუტარებენ, მაგრამ, იმედია, ეს ყველაფერი მათ თამაშში ვერ უშველის და თბილისს დამარცხებულები დატოვებენ.
ქენთ დ. ლოგსდონი (ამერიკის ელჩის მოადგილე): “არ ვართ განებივრებული საქართველოში ამერიკის ეროვნული ნაკრებების სტუმრობით და ბედნიერები ვართ, დღეს ამის საშუალება რომ მოგვეცა. ჩვენს ქვეყანაში რაგბი ისეთივე პოპულარული ხდება, როგორც საქართველოშია და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ შინაური ატმოსფერო შევუქმნათ. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ს ნაკრები საკმაოდ ძლიერ საქართველოს გუნდთან ღირსეულ თამაშს აჩვენებს შერცხვენილები არ დავრჩებით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყნის გუნდს ვმასპინძლობ. საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს და მას გულშემატკივრები არ დააკლდება, ჩვენ კი, ვცდილობთ, რომ ჩვენს ნაკრებს გვერდში დავუდგეთ. საქართველოს ნაკრებში მაღალკვალიფიციური მორაგბეები თამაშობენ და მჯერა, საინტერესო თამაში იქნება”.
გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):”მიხარია, რომ ამერიკელმა რაგბისტებმა პირველივე დღიდან თავი სახლში იგრძნეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გრძნობა გაგიხანგრძლივოთ, ოღონდ მოედნის გარეთ. ბედნიერი ვარ თქვენი სტუმრობით. ეს პირველი ნაკრებია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც საქართველოს ესტუმრა. შაბათს ძალიან მძიმე თამაში გვექნება და დიდი მადლობა საერთაშორისო ფედერაციას ამის შესაძლებლობა რომ მოგვცა. ჩვენი ურთიერთობა ახლა იწყება და იმედია, ის მომავალშიც გაგრძელდება”.
თბილისი. “ბორის პაიჭაძე”. 14:00 საათი. (ტესტ მატჩი)
საქართველო - აშშ
საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (“აია”, ქუთაისი, 53 თამაში), 14. ირაკლი მაჩხანელი (“მაკონი”, საფრანგეთი, 42), 13. ირაკლი ჩხიკვაძე (“აია”, ქუთაისი, 21), 12. თედი ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 51), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 14), 10. ლაშა მალაღურაძე (“ბეზიე”, საფრანგეთი, 26), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 67, კაპიტანი); 1. გოდერძი შველიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 56), 2. აქვსენტი გიორგაძე (“კასტრი”, საფრანგეთი, 58), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 14), 4. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 14), 5. ლევან დათუნაშვილი (“ფიჟაკი”, საგრანგეთი, 36), 6. სიმონ მაისურაძე (“ვილერბანი”, საფრანგეთი, 14), 7. გიორგი ჩხაიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 42), 8. ბესიკ უდესიანი (“მაკონი”, საფრანგეთი, 40).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 28), 17. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 23), 18. ვიქტორ კოლელიშვილი (“ლელო”, თბილისი, 4), 19. გიორგი ნემსაძე (“მონტობანი”, საფრანგეთი, 18), 20. ბიძინა სამხარაძე (“ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 50), 21. დავით კაჭარავა (“ნისკოტაზური”, საფრანგეთი, 37), 22. მერაბ კვირიკაშვილი (“ფიჟაკი”, საფრანგეთი, 46).
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
მწვრთნელის ასისტენტი: დონალდ კასკი, ილია მაისურაძე
დაცვის მწვრთნელი: ჯონ მაგლტონი
ტექნიკური მრჩეველი: მაიკლ ბრედლი
ფიზმომზადების მწვრთნელი: მარკ დიქსონი
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
აშშ: 15. კრის ვაილესი, 14. ნგვენია ტაკუძვა, 13. პოლ ემერიკი, 12. ანდრიუ სუნიულა, 11. კევინ სვირინი, 10. ვალენეზე მალიფა, 9. ტიმ უსაზი; 1. მათე მოეკოლა, 2. ფილიპ ტიელი, 3. შონ პიტმანი, 4. სამუ მანოა, 5. ჰაიდენ სმიტი, 6. ლოუ სტანფილი, 7. ტოდ კლევერი (კაპიტანი), 8. ინაკი ბასაური.
სათადარიგოები: 16. კრის ბილერი, 17. მაიკ მაკდონალდი, 18. სკოტ ლავალია, 19. ნიკ ჯონსონი, 20. მაიკ პეტრი, 21. ტაივალუ ენოსა, 22. სეტარეკი ტუილევუკა
მთავარი მწვრთნელი: ედი ოსალივანი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია