8 წუთი იყო გადაცილებული საქართველოსა და აშშ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩის ძირითად დროზე, როდესაც ანგარიშში 5 ქულით ჩამორჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა პრაქტიკულად შეუძლებელი შესძლეს და ამერიკელთა ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დანიშნულ სტუმართა შერკინების მიუხედავად, ჯერ ბურთი მოიპოვეს (ეს მასპინძელთა კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ მოახერხა), შემდეგ კი, იქვე, ერთი ზუსტი პასი გააკეთეს და ლექსო გუგავა სრულიად თავისუფლად დატოვეს. მანაც არ დაახანა და ლელოს დაფიქსირებით ანგარიში გაათანაბრა – 17:17. მერაბ კვირიკაშვილმა კი, ზედ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და საქართველოს ნაკრებმა 19:17 გაიმარჯვა.
ეს საქართველოს ნაკრების ბოლო ტესტ-მატჩი იყო მიმდინარე წელს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია