ამბები

21:45 | 5.12.2010 | ნანახია 2681 - ჯერ

ინგლისი მსოფლიოს თავში მოექცა

ინგლისის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, 2010/2011 წლების მსოფლიო სერიის პირველი ეტაპის ფინალში მოქმედი ჩემპიონი სამოა დაამარცხა და საერთო ცხრილის სათავეში მოექცა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპელებმა მოახერხეს და თითქმის წაგებული მატჩი სათავისოდ შემოატრიალეს. ტაიმი მათ 12:14 დათმეს, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 12:21-ს აგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში 3 უპასუხო ლელო გაიტანეს და 29:21 იმარჯვეს. მანამდე, ევროპელებმა ნახევარფინალში ახალი ზელანდია დაამარცხეს. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო-თითო ლელო-გარდასახვა გაცვალეს. მე-2 ტაიმის შუაწელამდე ინგლისმა კიდევ 2 ლელო გაიტანა და ერთი რეალიზაცია გამოიყენა, რაზეც “ოლ ბლექსმა” ბოლოსკენ მხოლოდ ერთი ლელო-გარდასახვით უპასუხა.
კიდევ ერთ სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელ ავსტრალიას, ინგლისმა 1/4-ფინალში აჯობა. “ვარდებმა” აქაც ბოლო წუთებზე მოიგეს. მათ გადამწყვეტი ლელო მაშინ გაიტანეს, როდესაც სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო.
ჯგუფურ ეტაპზე ინგლისელებმა პირველი შეხვედრა საფრანგეთს კი მოუგეს, მაგრამ მერე, მოულოდნელად, პორტუგალიასთან დამარცხდნენ. გადამწყვეტ ჯახში კი, ისინი ფიჯის დაუპირისპირდნენ, საქმე დამატებით დრომდე მიდიოდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე ლელო გაიტანეს და გამარჯვება იზეიმეს. შედეგად, ჯგუფში სამ გუნდს 7-7 ქულა დაუგროვდა, ფიჯის საუკეთესო ქულათა სხვაობა ჰქონდა და პირველი საფეხური დაიკავა, ინგლისმა კი ამ მაჩვენებლით პორტუგალიას აჯობა. მართალია, ინგლისელები ჯგუფიდან დიდი გაჭირვებით გავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ თასი მაინც აღმართეს.
ამრიგად, დუბაის ეტაპის გამარჯვებულმა ინგლისმა, საერთო ჩათვლაში, 24 ქულა მიითვალა, მეორეადგილოსანმა სამოამ - 20, ხოლო თასის ნახევარფინალში გასულ ფიჯის და ახალ ზელანდიას 16-16 ქულა დაერიცხათ. მე-5 ადგილი სამხრეთ აფრიკას ერგო და მან 12 ქულა მიიღო, მასთან დამარცხებულმა ავსტრალიამ კი 8 ქულა აიღო. 6-6 ქულა აქვთ აშშ-სა და უელსის ნაკრებებს, ხოლო არგენტინამ 4 ქულა მიითვალა.
ერთი კვირის თავზე, მეორე ეტაპს სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. მთლიანობაში, მსოფლიო სერია 8 ეტაპად იმართება და გამარჯვებულად ის გუნდი ცხადდება, რომელიც ამ ეტაპების ჯამში, დაკავებული ადგილების მიხედვით, ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
დუბაის ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი, 72 ქულით, სამხრეთაფრიკელი სესილ აფრიკა გახდა და 10 ლელოთი საუკეთესო მელელოვის ტიტულიც მან ირგუნა.

A ჯგუფი
სამოა - უელსი 21:21
კენია - არაბეთი 31:19
სამოა - არაბეთი 54:12
კენია - უელსი 12:17
უელსი - არაბეთი 47:5
სამოა - კენია 26:7

1. სამოა 101-40  8
2. უელსი 3 2 1 0 85-38 8
3. კენია 3 1 0 2 50-62 5
4. არაბეთი 3 0 0 3 36-132 3

B ჯგუფი
ახალი ზელანდია - აშშ 31:7
არგენტინა - ზიმბაბვე 14:24
ახალი ზელანდია - ზიმბაბვე 59:0
არგენტინა - აშშ 19:24
აშშ - ზიმბაბვე 28:12
ახ. ზელანდია - არგენტინა 24:19

1. ახ. ზელანდია 3   0   0   114-29   9
2. აშშ 3 2 0 1 59-62 7
3. ზიმბაბვე 3 1 0 2 36-101 5
4. არგენტინა 3 0 0 3 52-72 3

C ჯგუფი
ავსტრალია - შოტლანდია 41:14
სამხრეთ აფრიკა - რუსეთი 19:10
აცსტრალია - რუსეთი 28:19
სამხ. აფრიკა - შოტლანდია 19:19
შოტლანდია - რუსეთი 26:10
ავსტრალია - სამხ. აფრიკა 19:14

1. ავსტრალია 3   0   88-47  9
2. სამხ. აფრიკა 3 1 1 1 52-48 6
3. შოტლანდია 3 1 1 1 59-70 6
4. რუსეთი 3 0 0 3 39-73 3

D ჯგუფი
ფიჯი - პორტუგალია 31:7
ინგლისი - საფრანგეთი 24:12
ფიჯი - საფრანგეთი 35:5
ინგლისი - პორტუგალია 12:14
პორტუგალია - საფრანგეთი 26:14
ფიჯი - ინგლისი 21:26

1. ფიჯი 87-38  7
2. ინგლისი 3 2 0 1 62-47 7
3. პორტუგალია 3 2 0 1 47-57 7
4. საფრანგეთი 3 0 0 3 31-85 3

1/4-ფინალენი
IX-XVI ადგილებისათვის

კენია - არგენტინა 0:43
პორტუგალია - რუსეთი    7:10
შოტლანდია - საფრანგეთი 28:22
ზიმბაბვე - არაბეთი 24:14
თასის 1/4-ფინალები
სამოა - აშშ 38:5
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 21:19
ავსტრალია - ინგლისი 21:24
ახალი ზელანდია - უელსი 35:7
ნახევარფინალები
XIII-XVI ადგილებისათვის

კენია - პორტუგალია 19:12
საფრანგეთი - არაბეთი 26:19
ნახევარფინალები
IX-XII ადგილებისათვის

არგენტინა - რუსეთი 31:7
შოტლანდია - ზიმბაბვე 17:28
ნახევარფინალები
V-VIII ადგილებისათვის

აშშ - სამხრეთ აფრიკა 10:24
ავსტრალია - უელსი 26:12
თასის ნახევარფინალები
სამოა - ფიჯი 24:21
ინგლისი - ახალი ზელანდია 19:14
XIII ადგილისთვის
კენია - საფრანგეთი 26:0
IX ადგილისთვის
არგენტინა - ზიმბაბვე 21:0
V ადგილისთვის
სამხ. აფრიკა - ავსტრალია 19:12
ფინალი
სამოა - ინგლისი 21:29
ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.136642