ამბები

21:47 | 12.12.2010 | ნანახია 2068 - ჯერ

აფრიკაში ზელანდია გაპირველდა

7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპის ფინალში, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ქალაქმა ჯორჯმა უმასპინძლა, ახალმა ზელანდიამ ფინალში ინგლისს მცირე სხვაობით აჯობა და საერთო ჩათვლაში მეტოქეს კვალში ჩაუდგა.
ინგლისელები 14:0 კი დაწინაურდნენ, მაგრამ ზელანდიელებმა ერთი საპასუხო ლელო პირველსავე ტაიმში გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევრის შუაწელს უკვე 19:14 იგებდნენ. ინგლისმა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში “ოლ ბლექსმა” ჯარიმის გატანა მოახერხა და დრამატულ შეხვედრაში 22:19 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ და მაშინ ზელანდიელებმა იოლად იმარჯვეს (20:7). ამრიგად, “ოლ ბლექსმა” ჯორჯის ეტაპის გამარჯვებულის სახელი შეინარჩუნა, რადგანაც ზელანდიელებმა ამ ეტაპზე გასულ წელსაც იმარჯვეს.
საერთო ჩათვლას კვლავ ინგლისელები ლიდერობენ, მათ 44 ქულა აქვთ, ზელანდიამ კი 40 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი უჭირავს. მესამე ადგილს 36 ქულით სამოა იკავებს, ფიჯი მეოთხე ადგილზეა (32), მას სამხრეთ აფრიკა მოსდევს (24), ავსტრალია 14 ქულით მეექვსეა, ხოლო არგენტინა და უელსი 12-12 ქულით მე-7-მე-8 ადგილებს იყოფენ. მომდევნო ეტაპს ახალი ზელანდია მომავალი წლის თებერვალში უმასპინძლებს.   

A ჯგუფი
ავსტრალია - უელსი 15:33
შოტლანდია - საფრანგეთი 21:12
ავსტრალია - საფრანგეთი 28:0
შოტლანდია - უელსი 7:19
უელსი - საფრანგეთი 29:12
ავსტრალია - შოტლანდია 21:7

1. უელსი 3   0   0   81-34   9
2. ავსტრალია 3 2 0 1 64-40 7
3. შოტლანდია 3 1 0 2 35-52 5
4. საფრანგეთი 3 0 0 3 24-78 3

B ჯგუფი
სამოა - აშშ 24:22
ფიჯი - ნამიბია 47:7
სამოა - ნამიბია 43:0
ფიჯი - აშშ 43:5
აშშ - ნამიბია 33:7
სამოა - ფიჯი 14:14

1. ფიჯი 3   2   1   0   104-26  8
2. სამოა  3 2 1 0 81-36 8
3. აშშ 3 1 0 2 60-74 5
4. ნამიბია 3 0 0 3 14-123 3

C ჯგუფი
ახალი ზელანდია - კენია 47:0
ინგლისი - რუსეთი 19:5
ახალი ზელანდია - რუსეთი 33:7
ინგლისი - კენია 21:5
კენია - რუსეთი 5:34
ახალი ზელანდია - ინგლისი 20:7

1. ახ. ზელანდია 3   3   0   0   100-14   9
2. ინგლისი 3 2 0 1 47-30 7
3. რუსეთი  3 1 0 2 46-57 5
4. კენია 3 0 0 3 10-102 3

D ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - პორტუგალია 38:0
არგენტინა - ზიმბაბვე 24:12
სამხრეთ აფრიკა - ზიმბაბვე 33:7
არგენტინა - პორტუგალია 26:0
პორტუგალია - ზიმბაბვე 26:19
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 29:5

1. სამხ. აფრიკა 3 3 0 0 100-12    9
2. არგენტინა 3   2   0   1   55-41 7
3. პორტუგალია 3 1 0 2 26-83 5
4. ზიმბაბვე 3 0 0 3 38-83 3

1/4-ფინალენი
IX-XVI ადგილებისათვის

შოტლანდია - ნამიბია 14:5
პორტუგალია - კენია 7:5
რუსეთი - ზიმბაბვე 25:7
აშშ - საფრანგეთი 17:19
თასის 1/4-ფინალები
უელსი - სამოა 14:19

სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 10:19
ახალი ზელანდია - არგენტინა 26:0
ფიჯი - ავსტრალია 33:5
ნახეავრფინალები
XIII-XVI ადგილებისათვის

ნამიბია - კენია 0:41
ზიმბაბვე - აშშ 19:17
ნახეავრფინალები
IX-XII ადგილებისათვის

შოტლანდია - პორტუგალია 14:10
რუსეთი - საფრანგეთი 34:0
ნახევარფინალები
V-VIII ადგილებისათვის
უელსი - სამხრეთ აფრიკა 21:22
არგენტინა - ავსტრალია 14:12
თასის ნახევარფინალები
სამოა - ინგლისი 12:22
ახალი ზელანდია - ფიჯი 26:19
XIII ადგილისთვის
კენია - ზიმბაბვე 5:14
IX ადგილისთვის
შოტლანდია - რუსეთი 26:0
V ადგილისთვის
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 10:5
ფინალი
ინგლისი - ახალი ზელანდია 19:22
ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085983