ბორჯღალოსნები

19:10 | 10.03.2016 | ნანახია 1076 - ჯერ

ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი

ბორჯღალოსნები თავიანთ ტრადიციულ მეტოქეს, რუს დათვებს ურთიერთსეხვედრების ისტორიაში მეოცედ 48 საათზე ნაკლებ დროში ერკინებიან. ‘რაგბი ევროპის’ ჩემპიონატის მე-4 ტურში რუსეთის ნაკრები სოჭში გვიმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო რადიორეპორტაჟის მოსმენა შესაძლებელია შემდეგ რადიო სადგურებზე: FM 102, 4 და FM 100,9.

ტრადიციულად, მატჩამდე 2 დღით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელი შტაბმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა. ესპანეთთან თამაშის შემდეგ ბორჯღალოსანთა 15-ეულში ერთბაშად 4 სიახლეა:

9 ნომრად - მსოფლიოზე ‘ოლ ბლექსთან’ რკენის შემდეგ პირველად - იწყებს გამოცდილი ჰავბექი გიორგი ბეგაძე.

შეიცვალა ორივე ბურჯი: მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის ნაცვლად მარქაფიდან დაწინაურდნენ კახა ასიეშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი.

მღლეტელად - დაშავებული კოკი თხილაიშვილის მაგივრად - ითამაშებს საბა შუბითიძე, ვისთვისაც სოჭის რკენა კარიერის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.

მარქაფაში დაგვემატა დიდი ძალა - ტულონის მეორე’ხაზელი კოტე მიქაუტაძე

90-ე კეპს მიითვლის ვეტერანი ფორვარდი გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი კი მეთერთმეტედ უკაპიტნებს ნაკრებს.

სტატისტიკური ჭრილი

საქართველო და რუსეთი ამ შაბათს მეოცედ შეიბმებიან. 1993 წელს დაწყებულ მეტოქეობაში ბორჯღალოსნებიბევრად ჯობნიან დათვებს:

17 გამარჯვება, 1 წაგება და 1 ფრე (ჯამში 476:224, ლ 52/13). 2002 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, რუსეთი უკვე ზედიზედ 14-ჯერ დავამარცხეთ.

სოჭი რუსეთ-საქართველოს რკენას მესამედ მასპინძლობს. 2011 წელს, წვიმაში, 15:9 გავიმარჯვეთ, ხოლო 2013 წელს მეტით, 23:9 მოვიგეთ.

საქართველოს ბორჯღალოსნები

'რაგბი ევროპის' ჩემპიონატი 2016 * რუსეთი * შაბ 12/03 სოჭი, იუგ @ 16.00 საქ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ2]

1983

90

14ლ 120გ 125ჯ 3ა [694 ქ] 4სბ

14

გიორგი აფციაური

არმია [საქ დ 10]

1994

17

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

90

18ლ [4 კაპ] სბ

12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

37

5ლ

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

53

6ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

42

6ლ 4გ [38 ქ]

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

43

2სბ

შერკინება [ფორვარდები]

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

19

2

შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990

38

3ლ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბეიონ [სფრ პრო დ2]

1987

19

2ლ სბ

4

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ1]

1981

89

10ლ [1 კაპ] 6სბ

5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

57

10ლ 3სბ

6

შალვა სუთიაშვილი^კაპ

ანგულემ [სფრ ფედ1]

1984

55

2ლ [10 კაპ] 3სბ

7

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

4

:

8

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

18

5ლ სბ

მარქაფა [სათადარიგოები]

23

მურაზ გიორგაძე

არმაზი [საქ დ 10]

1994

9

2ლ

22

ლაშა მალაღურაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

65

4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ

21

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ დ 10]

1996

13

:

16

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

32

ლ სბ

17

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

22

8ლ 2სბ

18

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

1

:

19

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტ14]

1991

40

2ლ 2სბ

20

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

5

ლ სბ

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:55 | 11.03.2016
BEERTRANCE (1073)

4 ლელო და პრემია

0.087574