ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე”, ქართველთა კლუბებმა - “მონპელიემ” და “ბრივმა”, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს და თავ-თავიანთ ჯგუფებში უდანაკარგოდ გალიდერდნენ. მესამე ტურში იმარჯვა “აჟენმაც”, მაგრამ მას ორ მოგებასთან ერთად, ერთი მარცხიც აქვს და ჯერჯერობით მესამე ადგილზეა.
ყველაზე “ქართულმა” ფრანგულმა კლუბმა “მონპელიემ”, საფრანგეთის მეორე წარმომადგენელ “ბურგონს” უმასპინძლა და 4 500 გულშემატკივრის თვალწინ, 39:14 დაამარცხა. მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და გამარჯვების ოთხთან ერთად, პრემიალური ქულაც მიიღეს. პირველი ტაიმის შემხედვარე, ვერავინ იტყოდა, რომ “მონპელიე” ასე იოლად მოიგებდა. დამხვდურთა ადრეულ ჯარიმას, სტუმრებმა ლელო-რეალიზაციით უპასუხეს და მე-8 წუთზე 7:3 დაწინაურდნენ. “მონპელიემ” საპასუხო ლელო მე-15 წუთზე გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ 25-ე წუთისთვის კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდა - 10:14. მასპინძლებმა ჯარიმების ხარჯზე ტაიმი მაინც მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში აქცენტი უკვე ლელობზე აიღეს და სოლიდური სხვაობით იმარჯვეს. ქართველ ლეგიონერთაგან პირველი მოედანზე გიორგი ჩხაიძე გამოჩნდა, რომელმაც ტრავმირებული თანაგუნდელი 24-ე წუთზე შეცვალა. შეხვედრაში 47-ე წუთიდან ჩაერთო გოდერძი შველიძე, მამუკა გორგოძე და გიორგი ჟღენტი კი, განაცხადში არ იყვნენ.
“ბრივმა” ინგლისურ “სეილ შარქს” უმასპინძლა, რომელიც ჯგუფიდან გასვლისათვის ბრძოლაში მისი უშუალო კონკურენტია და 18:9 იმარჯვა. საბოლოო ანგარიში პირველსავე ტაიმში დაფიქსირდა, სტუმრებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, მასპინძლებმა ორი ლელო, ერთი რეალიზაცია და ორი ჯარიმა. მატჩში მონაწილეობა ორივე ქართველმა მიიღო. ვასილ კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე დავით ხინჩაგიშვილმა შეცვალა.
ბექა შეყლაშვილის “აჟენი” იტალიას სტუმრობდა და ადგილობრივი “როვიგო” სულ რაღაც 650 კაცის თვალწინ 33:10 დაამარცხა. სტუმრებმა პირველ ტაიმშივე მოილიეს საქმე, როცა სამი ლელო გაიტანეს და სამივე რეალიზაცია გამოიყენეს, თავად კი, მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვეს. “აჟენმა” მეოთხე, პრემიის მომტანი ლელო მეორე ნახევრის დებიუტში გაიტანა, მერე კი მოეშვა და ერთი საპასუხო ლელო თავადაც გაუშვა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც თავისთვის დაიტოვა და მეხუთე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა. შეყლაშვილი განაცხადში იყო და მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა.
“ჩელენჯ ქაფი”. მესამე ტური
I ჯგუფი
ჰარლექუინსი - კონახტი 20:9
ბაიონი - კავალიერი 65:7
1 | ბაიონი | 3 | 2 | 0 | 1 | 94-35 | 10 |
2 | ჰარლექუინსი | 3 | 2 | 0 | 1 | 87-42 | 10 |
3 | კონახტი | 3 | 1 | 0 | 2 | 46-56 | 5 |
4 | კავალიერი | 3 | 1 | 0 | 2 | 47-141 | 4 |
მომდევნო ტური
17 დეკემბერი: კონახტი - ჰარლექუინსი; 18 დეკემბერი: კავალიერსი - ბაიონი
II ჯგუფი
პეტრარკა - ელ სალვადორი 37:10
ბრივი - სეილი 18:9
1 | ბრივი | 3 | 3 | 0 | 0 | 166-18 | 14 |
2 | სეილ შარქსი | 3 | 2 | 0 | 1 | 162-38 | 10 |
3 | პეტრარკა | 3 | 1 | 0 | 2 | 52-98 | 5 |
4 | ელ სალვადორი | 3 | 0 | 0 | 3 | 24-250 | 0 |
მომდევნო ტური
19 დეკემბერი: ელ სალვადორი - პეტრარკა, სეილი - ბრივი
III ჯგუფი
მონპელიე - ბურგონი 39:14
ექსეტერი - ნიუკასლი 36:10
1 | მონპელიე | 3 | 3 | 0 | 0 | 91-35 | 13 |
2 | ექსეტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 83-46 | 10 |
3 | ნიუკასლი | 3 | 1 | 0 | 2 | 40-84 | 4 |
4 | ბურგონი | 3 | 0 | 0 | 3 | 49-95 | 1 |
მომდევნო ტური
18 დეკემბერი: ბურგონი - მონპელიე; 19 დეკემბერი: ნიუკასლი - ექსეტერი
IV ჯგუფი
ბუქარესტი - სტად ფრანსე 20:29
ლიდსი - კროსიატი 55:6
1 | სტად ფრანსე | 3 | 3 | 0 | 0 | 108-39 | 14 |
2 | ლიდსი | 3 | 2 | 0 | 1 | 91-37 | 9 |
3 | ბუქარესტი | 3 | 1 | 0 | 2 | 49-71 | 4 |
4 | კროსიატი | 3 | 0 | 0 | 3 | 31-132 | 1 |
მომდევნო ტური
16 დეკემბერი: სტად ფრაბსე - ბუქარესტი; 19 დეკემბერი: კროსიატი - ლიდსი
V ჯგუფი
როვიგო - აჟენი 10:33
ლა როშელი - გლოსტერი 6:13
1 | ლა როშელი | 3 | 2 | 0 | 1 | 74-39 | 11 |
2 | გლოსტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 122-39 | 10 |
3 | აჟენი | 3 | 2 | 0 | 1 | 82-59 | 10 |
4 | როვიგო | 3 | 0 | 0 | 3 | 20-161 | 0 |
მომდევნო ტური
18 დეკემბერი: აჟენი - როვიგო; 19 დეკემბერი: გლოსტერი - ლა როშელი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია