ამბები

10:18 | 20.12.2010 | ნანახია 2621 - ჯერ

ქუბრიაშვილი ფლეი ოფს მიუახლოვდა

დავით ქუბრიაშვილის “ტულონმა”, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირ “ჰეინეკენის თასის” გათამაშების მე-4 ტურში, ინგლისის “ლონდონ აირიში” დიდი ანგარიშით დაამარცხა, რაც მთავარია, 5 ლელო გაიტანა, გამარჯვების ოთხთან ერთად პრემიალური ქულაც მიითვალა, უშუალო კონკურენტის მარცხით ისარგებლა და პირველ საფეხურზე მოექცა. მომდევნო ტურში ფრანგები სწორედ უმთავრეს მდევარ ირლანდიურ “მანსტერს” მასპინძლობენ და თუ გამარჯვება იზეიმეს, 1/4-ფინალი ან განაღდებული ექნებათ, ან მას ერთ ნაბიჯამდე მიუახლოვდებიან.
უკვე დროა “ჰეინეკენის თასის” გათამაშების ფორმატი ვახსენოთ. აქ 1/4-ფინალში 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის. ფლეი ოფის საგზურს მესამე-მეხუთე მეორეადგილოსნებიც იღებენ, ოღონდ რანგით მეორე “ამლენ ჩელენჯ ქაფისას”, მაგრამ ეს რა სახსენებელია, როდესაც ფრანგული კლუბები კონტინენტზე უძლირესის სახელისთვის იბრძვიან და მათ შორის, დანარჩენებთან ერთად, უმთავრეს პრეტენზიას სწორედ ქუბრიაშვილის “ტულონი” აცხადებს.
ერთი კვირის წინათ ლონდონში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტულონელები “ლონდონ აირიშს” საკუთარი 11525 მაყურებლის წინაშე დაუხვდნენ და მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობეს. ამაში მათ მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმართა მორაგბის გაძევებამაც შეუწყო ხელი და კაცნაკლულ ბრიტანელებს საჭირო სხვაობით სძლიეს. მანამდე, პირველსავე ნახევარში, ფრანგებმა ერთ ჯარიმას ორი ლელო დაურთეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს და 17:0 დაწინაურდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათის გამო კაცნაკლულად დარჩენილმა ინგლისელებმა, იმდენი მოახერხეს, რომ საპასუხოდ ჯარიმა, ორი ლელო და ორი გარდასახვა გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს. ამან “ტულონი” შეაფუცხუნა, ფრანგებმა მოინდომეს, დასკვნით 13 წუთში სამი ლელო გაიტანეს, სამივე რეალიზაცია ზუსტად შეასრულეს და 38:17იმარჯვეს. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა. იანვრში მის გუნდს ირლანდიურ “მანსტერთან” უმნიშვნელოვანესი საშინაო შეხვედრა ელის და თუ გამარჯვებას მიაღწია, ფლეი ოფამდე მტკაველიღა დარჩება.
საფლეიოფოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო დავით ზირაქაშვილის “კლერმონს”, მაგრამ მისი გუნდი ირლანდიაში “ლინსტერთან” 8:24 დამარცხდა. გასულ კვირაში საკუთარ მოედანზე 20:13 გამარჯვების შემდეგ, ფრანგები ირლანდიელებს მედგრად მიუხდნენ, მაგრამ ამ ტურისთვის სარეკორდო 44873 მაყურებლის შეძახილებით გამხნევებული “ლინსტერის” წინაშე ვერაფერს გახდნენ. ერთადერთი, რაც ფრანგებისთვის დადებით მომენტად შეიძლება ჩაითვალოს, ისაა, რომ მათ მეტოქესგან ოთხი ლელო არ მიიღეს და პრემიალური ქულის აღების საშუალება არ მისცეს, ეს კი, “კლერმონს” ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანს ჯერ კიდევ უტოვებს. ირლანდიელები ლელო-რეალიზაციით დაწინაურდნენ, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 10:3 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში “ლინსტერმა” ორი ლელო გაიტანა, ორივე რეალიზაცია გამოიყენა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. “კლერმონმა” ერთი საპასუხო ლელო 68-ე წუთზე გაიტანა და 8:24 დამარცხდა. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა.
19 დეკემბერს პირველ ჯგუფში შოტლანდიაში უნდა ეთამაშა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს”, მაგრამ უამინდობის გამო “ედინბურგი” მას დღეს დაუხვდება. “კასტრს” უთუოდ გამარჯვება სჭირდება, რათა პირველობის შანსი შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანგების საფლე¬იოფო შანსები “ჰეინეკენის თასზე” მაინც, მნიშვნელოვნად შემცირდება.  

"ჰეინეკენის თასი".
მეოთხე ტური
I ჯგუფი

ედინბურგი - კასტრი (20 დეკემბერი)
კარდიფი - ნორთჰემპტონი 19:23
 

1 ნორთჰემპტონი  4 4 0 0 95-75 16
2 კასტრი 3 2 0 1 62-54 9
3 კარდიფი 4 1 0 3 72-90 6
4 ედინბურგი 3 0 0 3 60-70 3



მომდევნო ტური
14 იანვარი:
კარდიფი - კასტრი, ნორთჰემპტონი - ედინბურგი
II ჯგუფი
მეტრო რასინგი - სარაცინი 14:19
ლინსტერი - კლერმონი 24:8
 

1 ლინსტერი 4 3 0 1 100-73 14
2 კლერმონი 4 2 0 2 62-63 9
3 მეტრო რასინგი 4 2 0 2 76-87 9
4 სარაცინი 4 1 0 3 73-88 6



მომდევნო ტური
14 იანვარი:
კლერმონი - მეტრო რასინგი, ლინსტერი - სარაცინი
III ჯგუფი
ოსპრეი - მანსტერი 19:15
ტულონი - ლონდონ აირიში 38:17
 

1 ტულონი 4 3 0 1 94-89 13
2 მანსტერი 4 2 0 2 99-76 11
3 ოსპრეი 4 2 0 2 76-72 10
4 ლონდონ აირ.   4 1 0 3 69-101 5



მომდევნო ტური
14 იანვარი:
ლონდონ აირიში - ოსპრეი, ტულონი - მანსტერი

IV ჯგუფი
ბიარიცი - აირონი 34:3
ბათი - ოლსტერი 22:26
 

1 ბიარიცი 4 3 0 1 108-57 16
2 ოსლტერი 4 3 0 1 93-81 13
3 ბათი 4 1 0 3 73-66 8
4 აირონი 4 1 0 3 43-113 4



მომდევნო ტური
14 იანვარი:
ბათი - აირონი, ოლსტერი - ბიარიცი

V ჯგუფი
ბენეტონი - სკარლეტსი 15:38
ლესტერი - პერპინიანი 22:22
 

1 სკარლეტსი 4 3 0 1 126-112 15
2 ლესტერი 4 2 1 1 121-85 13
3 პერპინიანი 4 2 11\ 1 115-98 12
4 ბენეტონი 4 0 0 4 85-142 1



მომდევნო ტური
14 იანვარი:
ბენეტონი - პერპინიანი, სკარლეტსი - ლესტერი

VI ჯგუფი

ტულუზა - გლაზგო (21 დეკემბერს)
უოსპსი - ნიუპორტი 37:10
 

1 უოსპსი 4 3 0 1 114-70 15
2 ტულუზა 3 3 0 0 86-51 12
3 გლაზგო 3 1 0 2 63-79 4
4 ნიუპორტი 4 0 0 4 58-121 1



მომდევნო ტური
14 იანვარი:
გლაზგო - უოსპსი, ტულუზა – ნიუპორტი
 


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084251