ევროპის სარაგბო ასოციაციამ (FIRA-AER) 2011 წლისთვის შვიდკაცა რაგბში ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის, ე.წ, “მეორე დონის” მხარდამხარ ელიტარული სარაგბო ქვეყნების ნაკრებებიც ითამაშებენ და ერთიან ჩემპიონს გამოავლენენ.
ცხადია, ქართველი გულშემატკივრის ინტერესი უმეტესწილად ვაჟთა ტურნირს უკავშირდება, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. ახალი სტრუქტურის თანახმად, მომდევნო სეზონიდან ევროპის ჩემპიონატი სამ დონეზე წარიმართება. ესენია გრან-პრი, მე-2 დივიზიონი და მე-3 დივიზიონი.
გრან-პრის სერიაში მონაწილეობას 12 უძლიერესი ნაკრები მიიღებს. ისინი ერთმანეთს 4 ეტაპად გაეჯიბრებიან, ქულათა დათვლის სისტემა კი ისეთივე იქნება, როგორიც მსოფლიო სერიის ტურნირებზეა. მოსალოდნელია, რომ გრან-პრის გათამაშებაში “ექვსი ერის” ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება, თუმცა, თუ რომელიმემ ასპარეზობაზე უარი განაცხადა, მას მე-2 დივიზიონის მოწინავე ჩაანაცვლებს.
მე-2 დივიზიონში ასევე 12 გუნდია, რომლებიც მაის-ივლისში სამ ეტაპს ჩაატარებენ, მე-3 დივიზიონი კი იმისდა მიხედვით დაკომპლექტდება, მოწინავე დივიზიონებში გუნდები როგორ გადანაწილდებიან.
ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი თარიღები, ადგილი და მონაწილეთა ვინაობა მოგვიანებით დადგინდება, გრან-პრის ეტაპების წინასწარი ვადები კი უკვე ცნობილია:
1-ლი ეტაპი – 18-19 ივნისი
მე-2 ეტაპი – 25-26 ივნისი (სავარაუდოდ, მოსკოვში)
მე-3 ეტაპი – 9-10 ივლისი
მე-4 ეტაპი – 16-17 ივლისი
ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, საქართველო, რუმინეთი, უკრაინა.
მოლდოვა, ჰოლანდია, ლიტვა, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, კვიპროსი, ისრაელი, ანდორა, დანია, შვეიცარია, შვედეთი.
ხორვატია, ბელგია, ლატვია, სერბეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მალტა, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, მონაკო, სან-მარინო, ესტონეთი, ფინეთი, სომხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი.
ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, რუსეთი, პორტუგალია.
გერმანია, შვედეთი, მოლდოვა, ფინეთი, შვეიცარია, ბელგია, რუმინეთი, ლატვია, ანდორა, ჩეხეთი, ავსტრია, ხორვატია.
ბულგარეთი, ისრაელი, უკრაინა, მალტა, უნგრეთი, ნორვეგია, პოლონეთი, საქართველო, ლიტვა, დანია, ლუქსემბურგი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, სერბეთი, მონაკო, სან-მარინო, სლოვაკეთი, ესტონეთი, საბერძნეთი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია