“ერთა თასის” გათამაშებაში საქართველოს სარაგბო ნაკრების ერთ-ერთმა პრინციპულმა მეტოქე რუსეთის ეროვნულმა გუნდმა ვექტორი შეცვალა და მომავალი ტურნირისთვის სამხრეთ აფრიკის ნაცვლად ახალ ზელანდიაში მოემზადება. “დათვების” დამრიგებელმა ნიკოლა ნერუშმა ნაკრებში 32 მორაგებს უხმო, რომლებიც საწვრთნელ-სავარჯიშო შეკრებას 6-23 იანვარს გაივლიან.
ცნობილია, რომ 19 იანვრამდე რუსები ნიუ პლიმუთში იქნებიან, სადაც მომავალი წლის 15 სექტემბერს მსოფლიოს თასის პირველ მატჩში აშშ-სთან დაპირისპირება ელით, შემდეგ კი გეზს ტიმარასკენ აიღებენ. შეკრების განმავლობაში რუსებს ორ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებენ – 15 იანვარს მათი მეტოქე “ტარანაკი” იქნება, 21-ში კი – “სამხრეთ ქენთერბერი”.
ნერუშის მიერ გამოძახებულთა შორის არცერთი ლეგიონერი არ არის, ყველაზე მეტი – 16 მორაგბით კი ეროვნულ გუნდში მონინოს ვვა-პოდმოსკოვიეა წარდგენილი. რუსთა ნაკრებში ქართული ფესვების მქონე ორი მორაგბეცაა: პენზას “იმპერიას” წევრი კარლო მაღლაკელიძე და “ნოვოკუზნეცკის” მორაგბე ვალერი ცნობილაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია