ამბები

14:28 | 21.01.2011 | ნანახია 2348 - ჯერ

შეყლაშვილი ევროთასს დაემშვიდობა

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ბექა შეყლაშვილის “აჟენი” ინგლისურ “გლოსტერთან” 7:60 შერცხვა და გათამაშებას დაემშვიდობა.
“აჟენს” გეგმები გასული ტურის შემდეგ აერია, როდესაც “ლა როშელთან” დამარცხდა. ამჯერად, ფრანგები “გლოსტერს” ინგლისში ეწვივნენ და პირველსავე წუთზე ლელო მიიღეს. მასპინძლებმა 8500 მაყურებლის გასახარად ტემპი არ შეანელეს და შესვენებამდე ჯამში 5 ლელო გაიტანეს, რის შედეგადაც, შესვენებაზე გასვლისას უკვე 41:0 იგებდნენ. “აჟენმა” ერთი საპასუხო ლელო მეორე ნახევრის დასაწყისში კი გაიტანა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში კიდევ სამი ლელო მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა. “გლოსტერმა” საპრემიო ქულა კი მიიღო, მაგრამ მეორე ფრანგულმა კლუბმა “ლა როშელმა” იტალიური “როვიგო” 71:17 გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც, 1/4-ფინალში გააღწია. ინგლისელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა პირველხაზელი შეყლაშვილი.

V ჯგუფი
ლა როშელი - როვიგო 71:17
გლოსტერი - აჟენი 60:7
 

1   ლა როშელი 6 5 0 1 197-91 24
2  გლოსტერი 6 4 0 2 255-77 21
3  აჟენი 6 3 0 3 167-158 15
4 როვიგო 6 0 0 6 55-348 0

 

ზურა ქსოვრელი  

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082488