ამბები

15:37 | 25.01.2011 | ნანახია 3232 - ჯერ

პატარა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

2011 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული (20-წლამდე) ალაფას საწყის ეტაპზე, საქართველოს სარაგბო ნაკრები B ჯგუფში იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს გუნდებთან ერთად ითამაშებს, A ჯგუფი კი სამოამ, რუსეთმა, ურუგვაიმ და აშშ-მ დააკომპლექტეს.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირი 24 მაისიდან 5 ივნისამდე თბილისში, სავარაუდოდ, “შევარდენისა” და “სინათლის” განახლებულ სტადიონებზე შედგება, “ბორჯღალოსნები” კი, გასაგებ მიზეზთა გამო, შეჯიბრის ერთ-ერთ ფავორიტებად მოიაზრებიან.
საქართველოს ნაკრები ტურნირის პირველ მატჩს 24 მაისს, კანადასთან ჩაატარებს, 28-ში ზიმბაბვეს შეხვდება, 1 ივნისს კი – იაპონიას.
ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან და მათ შორის უმჯობესი 2012 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, აგრეთვე გათამაშდება მე-3, მე-5 და მე-7 ადგილები.

 
2011 წლის მსოფლიოს ალაფა რაგბში. 24 მაისი-5 ივნისი. თბილისი (საქართველო)
A ჯგუფი:
სამოა, რუსეთი, ურუგვაი, აშშ.
B ჯგუფი: იაპონია, საქართველო, კანადა, ზიმბაბვე.
 
24 მაისი
რუსეთი – ურუგვაი
საქართველო – კანადა
სამოა – აშშ
იაპონია – ზიმბაბვე
 
28 მაისი
რუსეთი – აშშ
საქართველო – ზიმბაბვე
სამოა – ურუგვაი
იაპონია – კანადა
 
1 ივნისი
ურუგვაი – აშშ
კანადა – ზიმბაბვე
სამოა – რუსეთი
იაპონია – საქართველო
 
5 ივნისი
მე-7 ადგილისთვის
A-4 – B-4
 
მე-5 ადგილისთვის
A-3 – B-3
 
მე-3 ადგილისთვის
A-2 – B-2
 
ფინალი
A-1 – B-1

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106893