ამბები

18:12 | 29.01.2011 | ნანახია 1904 - ჯერ

ჩემპიონატი აპრილში დაბრუნდება

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი, სტარტს აპრილის პირველ შაბათ-კვირას აიღებს.
სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელ ნიაზ მამრიკიშვილის თქმით, მარტის ბოლოს 26-27 მარტს, ანუ “ერთა თასის” სანაკრებო შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატის პირველი ეტაპი შედგება, ხოლო მერე რეგულარული პირველობის დაწყების დრო დადგება. მასში შესვენება მაისის ბოლოს გამოცხადდება და 10 ივნისამდე გასტანს, რადგანაც ამ პერიოდში თბილისი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის ალაფას მასპინძლობს.
სამაგიეროდ, ჩემპიონატი არ შეწყდება ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში, ანუ სექტემბერს-ოქტომბერში. ამასთან, წლეულს არ გაიმართება “შავ ზღვის თასის” საერთაშორისო ტურნირი, რადგანაც ამისთვის თავისუფალი ფანჯარი არ რჩება.

ზურა ქსოვრელი  


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
2.849243