ამბები

11:25 | 3.02.2011 | ნანახია 4728 - ჯერ

ესპანეთმა “ერთა თასიდან” “ჩამოგვწერა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რეჟი სონი “ერთა თასის” 2011-2012 წლების გათამაშების მთავარ ფავორიტად, რუსეთის ნაკრებს მიიჩნევს და ამ დასკვნას “დათვების” ბოლო დროის წარმატების გათვალისწინებით აკეთებს.
5 თებერვალს, მაშინ, როდესაც “ბორჯღალოსნები” “მიხეილ მესხზე” უკრაინის ნაკრებს დაუხვდებიან, ესპანელები მადრიდში რუსეთს უმასპინძლებენ, ხოლო 12 თებერვალს, ვაკეში, საქართველოს ესტუმრებიან. სონი ჯერჯერობით, მხოლოდ უახლოეს შეხვედრაზე ფიქრობს.
“კარგი გუნდი გვყავს და რუსეთთან მატჩი უნდა შევამოწმოთ, ვართ თუ არა იმ დონეზე, რომელსაც გასული წლის ნოემბრის ტესტებისას მივაღწიეთ. მატჩი ძალიან ძლიერ მეტოქესთან გველის, რომელიც მშვენივრად გამოიყურება, განსაკუთრებით, მოლით თამაშისას. მომავალმა მეტოქემ შეკრება ახალ ზელანდიაში გაიარა, იქ ორი საკონტროლო მატჩი გამართა და დაგვანახა, რომ ძლიერი მორაგბეები ჰყავს. ისინი არა მხოლოდ ძალისმიერ თამაშში გამოირჩევიან, არამედ ფლანგებსაც კარგად იყენებენ. ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, “ერთა თასის” მოგების უმთავრესი კანდიდატი სწორედ რუსეთის ნაკრებია” - თქვა Marca-სთან საუბარში სონმა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085809