ამბები

13:58 | 5.02.2011 | ნანახია 1932 - ჯერ

ისევ ინგლისი და ზელანდია

ისევე, როგორც 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის სამხრეთ აფრიკის ეტაპზე, ახალი ზელანდიის ეტაპის ფინალშიც ერთმანეთს ინგლისი და ზელანდია დაუპირისპირდნენ და გამარჯვება კვლავ “ოლ ბლექსს” დარჩა. მასპინძლებმა ამჯერად დამაჯერებლად, 29:14 იმარჯვეს და სამი ეტაპის თავზე ევროპელებს ქულებით გაუთანაბრდნენ.
გადამწყვეტი მატჩის გმირი დეკლან ოდონელი გახდა, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. მას ველინგტონის ეტაპზე ჯამში 10 ლელო მოუგროვდა, საუკეთესო მელელოვე გახდა და  უახლოეს მდევრებს - კენიელ ბიკო ადემას და სამხრეთ აფრიკელ ბრანკო დუ პრესს მთელი 4-4 ლელოთი აჯობა. ამასთან, 10 ლელოთი მოგროვილი 50 ქულით, ის საუკეთესო ბომბარდირადაც მოგვევლინა, მეორე ადგილზე კენიელი ბიკო ადემა გავიდა (48 ქულა), ხოლო მესამე შედეგი ინგლისელ ბენ გოლინსს (40 ქულა) ჰქონდა.
ზელანდიაში მესამე-მეოთხე ადგილი სამოამ და ავსტრალიამ გაიყვეს და საერთო ჩათვლაში 16-16 ქულა ჩაიწერეს. V ადგილისთვის მატჩში, ფიჯიმ სამხრეთ აფრიკა დაიბრიყვა, საპატიო IX პოზიციაზე კი კენია გავიდა და წლეულს პირველი ქულები მიითვალა.
7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მომდევნო ეტაპი ერთი კვირის თავზე გაიმართება და მას ამერიკის შეერთებული შტატები, ლას ვეგასი უმასპინძლებს.

1/4 ფინალები IX-XVI ადგილებისათვის
აშშ - შოტლანდია 7:24
კანადა - კენია 14:19
ტონგა - საფრანგეთი 21:19
პაპუა ახალი გვინეა - კუკის კუნძულები 10:22
თასის 1/4 ფინალები
ინგლისი - არგენტინა 14:7
ფიჯი - სამოა 5:12
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 14:7
ახალი ზელანდია - უელსი 26:5
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
აშშ - კანადა 31:7
საფრანგეთი - პაპუა ახალი გვინეა 52:12
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
შოტლანდია - კენია 12:15
ტონგა - კუკის კუნძულები 12:7
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
არგენტინა - ფიჯი 0:28
სამხრეთ აფრიკა - უელსი 22:5
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - სამოა 7:5
ავსტრალია - ახალი ზელანდია 0:17
XIII ადგილისთვის
აშშ - საფრანგეთი 19:12
IX ადგილისთვის
კენია - ტონგა 19:0
V ადგილისთვის
ფიჯი - სამხრეთ აფრიკა 26:12
ფინალი
ინგლისი - ახალი ზელანდია 14:29

საერთო ცხრილი სამი ეტაპის შემდეგ

1 ინგლისი 64
2 ახალი ზელანდია 64
3 სამოა 52
4 ფიჯი 44
5 სამხრეთ აფრიკა 32
6 ავსტრალია 30
7 არგენტინა 18
8 უელსი 18
9 აშშ 6
10 კენია 4
11 შოტლანდია 4

 



ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086202