ამბები

16:41 | 5.02.2011 | ნანახია 8596 - ჯერ

"ბორჯღალოსნებმა" წელი გამარჯვებით გახსნეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.
"ბორჯღალოსნები" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთა თასის მატჩში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველ მორაგბეთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 62-3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ერთა თასის მომდევნო მატჩს 12 თებერვალს, თბილისში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077232