6 ერი

19:14 | 9.03.2016 | ნანახია 1317 - ჯერ

„ინგლისელები ფავორიტები არ არიან“

უელსის ნაკრების ფულბეკი ლიამ უილიამსი თვლის, რომ 12 მარტს ინგლისისა და უელსის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩში მასპინძლები ფავორიტებად არ ითვლებიან.

„ინგლისის ნაკრები ის აღარაა, რაც მსოფლიო თასზე ვიხილეთ. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ და ვთვლი, რომ უფრო გაძლიერდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათი დამარცხება შეუძლებელია. არ მესმის რატომ ითვლებიან ისინი ფავორიტებად, ჩვენ ინგლისელები შემოდგომაზე დავამარცხეთ და იგივეს გაკეთება ახლაც შეგვიძლია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მოედანზე ხომ ორი თანაბარი დონის გუნდი გავა“ - აღნიშნავს უილიამსი.

ექვსი ერის მეოთხე ტურის მატჩი ლონდონში, „თვიქენჰემის“ სტადიონზე გაიმართება და სავარაუდოდ, სწორედ აქ გამოვლინდება წლეულს ევროპის უძლიერესი ნაკრების ვინაობაც.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:48 | 10.03.2016
BEERTRANCE (1073)

მეც ვთვლი რომ უელსი აჯობებს.

0.081772