ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების კაპიტანი, რიჩი მაკქოუ ქვეყნის 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. სახელოვანმა მორაგბემ გამოკითხვაში ლიგის რაგბის მოთამაშეს, ბენჯი მარშალსა და ფეხბურთელ რაიან ნელსონს აჯობა.
გასულ წელს, მაკქოუმ “ოლ ბლექსის” რიგებში სამი ერისა და ბლედისლოუს თასები მოიგო და ნაკრების მაისურით ჯამში 14-დან 13 მატჩში იმარჯვა, თუმცა, ამასწინათ უსიამოვნო ამბავიც შეემთხვა.
რიჩიმ ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით, ექვს კვირას გამოტოვებს. არადა, მისი მინდორზე გამოჩენა 4 მარტს, ზე-15-ის ეგიდით, “კრუზეიდერსის” რიგებში, ავსტრალიური “ვარათასის” წინააღმდეგ იგეგმებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია