საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში მეორე მატჩიც დიდი უპირატესობით მოიგო.
"ბორჯღალოსნებმა" ერთი კვირის წინ, თბილისიდან უკრაინის ნაკრები გაისტუმრეს დამარცხებული (62:3), დღეს კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანელებსაც ისეთივე დახვედრა მოუწყვეს და 60:0 სძლიეს. ქართველებმა გამარჯვებისთვის კუთვნილ 4 ქულას, პრემიალურიც მიუმატეს და ორი ტურის შემდეგ დაგროვილი 10 ქულით, გათამაშებას ლიდერებენ.
საქართველოს ნაკრები ერთა თასის მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია