სიახლეები

19:07 | 8.02.2016 | ნანახია 994 - ჯერ

რეიტინგში ცვლილებების დრო დადგა

2016 წლის სანაკრებო სეზონი ევროპასა და ამერიკაში რეგიონალური ექვსი ერის გათამაშებებით დაიწყო და ტრადიცულად, სათამაშო უიქენდის შემდეგ, ორშაბათს მსოფლიო რაგბის ყოველკვირეული რეიტინგიც განახლდა.

საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ადრეულ ლელოს 9 ლელოთი უპასუხა, მაგრამ ამ შედეგს „ბორჯღალოსანთა“ მდგომარეობაზე არ უმოქმედია და კვლავ მე-14 ადგილზე რჩება. ზოგადად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებმა პირველი ტურის შემდეგ თავიანთი ადგილები შეინარჩუნეს. სამაგიეროდ, ინგლისმა შოტლანდიის სტუმრად ძლევით ერთი ადგილით წინ წაიწია და საფრანგეთი ჩამოიტოვა, რომელმაც დიდი გაჭირვებით მოუგო იტალიას. შოტლანდიამ რეიტინგში ორი ადგილი დაკარგა და მას იაპონიამ და ფიჯიმ გადაასწრო. ამერიკის ექვს ერზე კანადასთან მარცხი ორი ადგილის დაკარგვად დაუჯდა ურუგვაის, რის შემდეგაც საუკეთესო 20-ეულში ნამიბია შევიდა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 8 თებერვლისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 96,10

2 (2). ავსტრალია 89,33

3 (3). სამხრეთ აფრიკა 87,66

4 (4). უელსი 83,56

5 (5). არგენტინა 81,59

6 (6). ირლანდია 81,10

7 (8). ინგლისი 80,89

8 (7). საფრანგეთი 79,77

9 (10). იაპონია 77,05

10 (11). ფიჯი 76,96

11 (9). შოტლანდია 76,82

12 (12). იტალია 72,74

13 (13). ტონგა 71,60

14 (14). საქართველო 71,45

15 (15). სამოა 70,36

16 (16). აშშ 69,66

17 (17). რუმინეთი 66,59

18 (18). რუსეთი 64,08

19 (19). კანადა 63,62

20 (20). ნამიბია 61,75

21 (21). ესპანეთი 61,42

22 (20). ურუგვაი 61,14

23 (23). ჰონკონგი 57,17

24 (24). ჩილე 56,92

25 (25). კორეა 56,70

26 (26). გერმანია 56,69

27 (27). პორტუგალია 56,34

28 (28). კენია 55,89

29 (29). ბელგია 55,69

30 (30). უკრაინა 55,51

...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087768