ამბები

13:00 | 14.02.2011 | ნანახია 2244 - ჯერ

აფრიკამ ინგლისი და ზელანდია შეაჩერა

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მსოფლიო სერიებზე ინგლისისა და ახალი ზელანდიის ჰეგემონია დაამხო. აშშ-ს, ლას ვეგასის ეტაპის ფინალში, მან ფიჯის 24:14 სძლია და მსოფლიო სერიებზე 2009 წლის აპრილიდან პირველად იპირველა.
აქამდე აფრიკელები ნახევარფინალშიც ვერ ახერხებდნენ გასვლას და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მე-5 ადგილისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ახლა ძლიერ მოინდომეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელთა და იაპონიის გუნდების ძლევის შემდეგ, სამხრეთ აფრიკას აშშ-ს წინა წლის ეტაპის გამარჯვებულ სამოასთან მძიმე ბრძოლა გადახდა, მაგრამ შეხვედრის დებიუტში გაშვებულ ლელო-რეალიზაციას ტაიმის ბოლოს უპასუხა, მეორე ნახევარი უქულოდ მიილია და მატჩი ფრედ დასრულდა. აფრიკელებს გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი სხვაობა ჰქონდათ და სამოას გაასწრეს.
1/4-ფინალში აფრიკელების ლელოს ავსტრალიელებმა ლელოთივე შესვენებამდე უპასუხეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. “სპრინგბოკმა” უპირატესობა მეორე ნახევრის დასაწყისშივე დაიბრუნა, ორი ლელო გაიტანა, ამჯერად რეალიზაციები ზუსტად შესრულა და 19:7 დაწინაურდა. მატჩის ბოლოს ავსტრალიამ ერთი საპასუხო ლელო კი გაიტანა, მაგრამ ამან აფრიკელებს ნახევარფინალში გასვლაში ხელი ვერ შეუშალა. იქ აფრიკელებს ინგლისთან მძიმე ბრძოლა გადახდათ. ევროპელებმა პირველ ნახევარში ორი უპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ რეალიზაციები არაზუსტი იყო და ტაიმი ინგლისმა 10:0 მოიგო. აფრიკამ მეორე ნახევარში ორი ლელოთი უპასუხა, რეალიზაციებიც ზუსტად დაარტყა და ბოლოში, მონაგარს ჯარიმით 3 ქულაც შემატა. ფინალი აფრიკელებმა შედარებით იოლად მოიგეს. ისინი 19:0 იგებდნენ და ფიჯიმ ორი ლელო ამის შემდეგ გაიტანა, მაგრამ ბოლო ლელო კვლავ სამხრეთ აფრიკამ გაიტანა და თასი მოიპოვა.
ლოს ანჯელესის ეტაპის მოგების მიუხედავად, სამხრეთ აფრიკა საერთო ჩათვლაში კვლავ მეხუთე ადგილზე რჩება, მაგრამ კონკურენტებთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა. პირველ-მეორე ადგილს 80-80 ქულით ძველებურად ინგლისი და ახალი ზელანდია იყოფენ. 64-64 ქულა აქვთ ფიჯის და სამოას, ხოლო სამხრეთ აფრიკა 56 ქულით მეხუთეა. აშშ-ში საუკეთესო მელელოვე კენიელი კოლინს ინჯერა გახდა (10 ლელო), მაგრამ ბომბარდირთა შორის აფრიკელმა სესილ აფრიკამ იმარჯვა, რომელმაც 54 ქულას მოუყარა თავი და ინჯერას 4 ქულით აჯობა.

A ჯგუფი
ინგლისი - გაიანა 49:0
არგენტინა - საფრანგეთი 21:19
ინგლისი - საფრანგეთი 33:14
არგენტინა - გაიანა 47:0
ინგლისი - არგენტინა 17:14
საფრანგეთი - გაიანა 57:7

 

1. ინგლისი             3 3 0 0 99-28 9
2. არგენტინა         3 2 0 1 82-36 7
3. საფრანგეთი      3 1 0 2 90-61 5
4. გაიანა                 3 0 0 3 7-153 3

            
            
 

B ჯგუფი
ახალი ზელანდია - ურუგვაი 40:0
უელსი - კენია 12:19
ახალი ზელანდია - კენია 25:10
უელსი - ურუგვაი 33:10
ახალი ზელანდია - უელსი 26:5
კენია - ურუგვაი 28:7

 

1. ახალი ზელანდია         3 3 0 0 91-15 9
2. კენია                              3 2 0 1 57-44 7
3. უელსი                           3 1 0 2 50-55 5
4. ურუგვაი                       3 0 0 3 17-101 3

 

C ჯგუფი
ფიჯი - კანადა 33:0
ავსტრალია - შოტლანდია 12:7
ფიჯი - შოტლანდია 31:14
ავსტრალია - კანადა 31:14
ფიჯი - ავსტრალია 35:10
შოტლანდია - კანადა 21:19

 

1. ფიჯი                       3 3 0 0 99-24 9
2. ავსტრალია            3 2 0 1 53-56 7
3. შოტლანდია          3 1 0 2 42-62 5
4. კანადა                     3 0 0 3 33-85 3

 

D ჯგუფი
სამოა - იაპონია 31:7
სამხრეთ აფრიკა - აშშ 27:5
სამოა - აშშ 28:12
სამხრეთ აფრიკა - იაპონია 35:0
სამოა - სამხრეთ აფრიკა 7:7
აშშ - იაპონია 24:7

 

1. სამხრეთ აფრიკა          3 2 1 0 69-12 8
2. სამოა                              3 2 1 0 66-26 8
3. აშშ                                   3 1 0 2 41-62 5
4. იაპონია                          3 0 0 3 14-90 3

 

თასის 1/4-ფინალები
ინგლისი - კენია 28:14
ახალი ზელანდია - არგენტინა 47:7
ფიჯი - სამოა 17:12
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 19:14
1/4-ფინალები IX-XVI ადგილებისათვის
საფრანგეთი - ურუგვაი 19:12
აშშ - კანადა 15:19
შოტლანდია - იაპონია 28:7
უელსი - გიანა 54:0
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისათვის
ურუგვაი - აშშ 7:27
იაპონია - გიანა 24:7
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
საფრანგეთი - კანადა 14:22
შოტლანდია - უელსი 17:12
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
კენია - ავსტრალია 24:21
სამოა - არგენტინა 26:14
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 10:17
ფიჯი - ახალი ზელანდია 26:7
XIII ადგილისთვის
აშშ - იაპონია 19:12
XI ადგილისთვის
კანადა - შოტლანდია 14:19
V ადგილისთვის
კენია - სამოა 15:26
ფინალი
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი 24:14

 

საერთო ცხრილი ოთხი ეტაპის შემდეგ
1. ინგლისი - 80
2. ახალი ზელანდია - 80
3. ფიჯი - 64
4. სამოა - 64
5. სახრეთ აფრიკა - 56
6. ავსტრალია - 36
7. არგენტინა - 24
8. უელსი - 18
9. კენია - 12
10. შოტლანდია - 8
11. აშშ - 6

ზურა ქსოვრელი
 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083528