ამბები

14:52 | 15.02.2011 | ნანახია 2143 - ჯერ

ჟიტო “ტულონში” მიდის

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უნივერსალური უკანახაზელი, მეტ ჟიტო 2011 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, კარიერას საფრანგეთის თოპ 14-ის “ტულონში” გააგრძელებს.
“მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, “ტულონთან” 18-თვიან კონტრაქტს გავაფორმებ” - აცხადებს 28 წლის მორაგბე, რომელსაც თამაში 10, 15 და 12 ნომრებზე შეუძლია.
ჟიტო ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2002 წლიდან იცავს და 91 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოსალოდნელია, რომ “ტულონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე, ის 100 მატჩიან ზღვარს გადააბიჯებს. ავსტრალიელს, რომელიც ამჟამად “ბრამბიზის” კუთვნილებაა, ეროვნულ ნაკრებში 28 ლელო აქვს გატანილი, ჯამში კი - 666 ქულა დაუგროვდა.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083247