ერთა თასი

15:30 | 9.03.2016 | ნანახია 1360 - ჯერ

რუსეთს სელსკიც დააკლდა

საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქე რუსეთს, სერგეი ტრიშინის შემდეგ, ტრავმის გამო კიდევ ერთი მოთამაშე, სტანისლავ სელსკი გამოაკლდა და მის ნაცვლად შეკრებაზე შამილ მაგომედოვს უხმეს.

„რუსეთის ნაკრების ჰუკერი სტანისლავ სელსკი 12 მარტს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რისი მიზეზიც ტრავმაა. მან უკვე დატოვა სანაკრებო შეკრება და კრასნოიარსკში გაემგზავრა. ნაკრებში სელსკის ადგილს „ენისეიში“ მისივე თანაგუნდელი შამილ მაგამედოვი დაიკავებს, რომელიც ნაკრებს უკვე შეუერთდა“ - წერია რუსეთის რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა 12 მარტს სოჭში, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:52 | 10.03.2016
BEERTRANCE (1073)

მორჩა ტრავმების გამო წაგება. უკვე აქვთ გამართლება ღრუსებს.

0.078536