ამბები

1:49 | 19.02.2011 | ნანახია 2783 - ჯერ

ქართული შვიდკაცა ევროპის გრან-პრიზე იასპარეზებს

ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია ფირა-აერ-მა შვიდკაცა რაგბში ევროპული გრან-პრის კალენდარი გამოქვეყნა, რომელიც ამიერიდან ევროპის ჩემპიონატს ჩაანაცვლებს.
2011 წელს ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს. მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა, გამორჩეული მოვლენა კი გრან-პრიზე შვიდკაცაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის უელსისა და 2010-11 წლების მსოფლიო სერიის ლიდერ ინგლისის გამოჩენაა.
გუნდები 4 ეტაპს ჩაატარებენ და ტურნირებზე დაკავებული ადგილების მიხედვით ქულები მიენიჭებათ. ცნობისთვის, ასეთი სისტემა მსოფლიოს სერიის გათამაშებაში გამოიყენება. ეტაპების ჯამში საუკეთესო ქულების მქონე ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონად გამოცხადდება, სეზონის 2 უარესი გუნდი კი A ჯგუფში დაქვეითდება.
თავის მხრივ, A ჯგუფის გამარჯვებული გრან-პრის საგზურს მიიღებს, მეთორმეტე გუნდად კი 2012 წელს ტურნირში შოტლანდიის მოშვიდკაცეთა ნაკრები ჩაებმება. ეტაპებზე ქულათა დარიცხვის სისტემას ფირა-აერ-ი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

2011 წლის გრან-პრი შვიდკაცა რაგბში
მონაწილეები:
პორტუგალია, საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი, საქართველო, ინგლისი, უელსი, რუმინეთი, უკრაინა, იტალია, მოლდოვა, ჰოლანდია.

განრიგი
18-19 ივნისი – ლიონი (საფრანგეთი)
25-26 ივნისი – მოსკოვი (რუსეთი)
9-10 ივლისი – ბარსელონა (ესპანეთი)
16-17 ივლისი – ბუქარესტი (რუმინეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080274