ამბები

14:52 | 20.02.2011 | ნანახია 3062 - ჯერ

ფეიქრიშვილმა მუხლი იტკინა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რიჩი დიქსონი 26 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიასთან გასამართი მატჩისათვის, შერკინების პირველხაზელ ანტონ ფეიქრიშვილს მოისაკლისებს.
23 წლის ქართველი მორაგბე საფრანგეთის ელიტარულ დივიზონ Top 14-ის XIX ტურში, “მონპელიესთან” გამართულ შეხვედრაში დაშავდა. შეხვედრა სულ რაღაც 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ის მოწინააღმდეგეს შეეჯახა და ორივე მათგანი შეცვალეს. პირვანდელი ინფორმაციით, ფეიქრიშვილს მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი.
ახალგაზრდა ქართველი მორაგბე Top 14-ის გუნდში ახლახანს გადავიდა და ნელ-ნელა “კასტრის” ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ფეიქრიშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სულ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 12 თებერვალს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მან საუცხოოდ ითამაშა და მწვრთნელებმა პორტუგალიის წინააღმდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში უხმეს, მაგრამ... სავარაუდოდ, დიქსონი ფეიქრიშვილის შემცვლელად არავის დაუძახებს, რადგან შეკრებაზე 25 მორაგბე იყო გამოძახებული, განაცხადში კი მაქსიმუმ 23 მათგანი უნდა მოხვდეს.
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081623