ამბები

14:52 | 2.03.2011 | ნანახია 4125 - ჯერ

ჩერჩილი ინგლისს უბრუნდება

ცნობილი გახდა 2011 წლის “ჩერჩილის თასის” მონაწილეთა ვინაობა და განრიგი. მომავალ ტურნირს 4-18 ივნისს, ინგლისი უმასპინძლებს, შეჯიბრებაში კი მასპინძელთა A ნაკრების (ე.წ. England Saxons) გარდა, ტონგა, აშშ, კანადა, რუსეთი და იტალიის A ნაკრები ითამაშებენ.
ტონგისა და იტალიის გუნდები ტრადიციულ ტურნირში პირველად ითამაშებენ, დანარჩენებს კი სხვადასხვა დროს “ჩერჩილის” თასზე უკვე უასპარეზიათ. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, ამ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებიც გახლდათ მიწვეული, თუმცა, საუკეთესო შემადგენლობის შეკრება ვერ მოხერხდა და “ბორჯღალოსნებმა” ყველა მატჩი წააგეს.
2011 წლის ტურნირის A ჯგუფში ინგლისის A ნაკრები, ტონგა და აშშ მოხვდნენ, B ჯგუფი კი კანადამ, იტალიის A ნაკრებმა და რუსეთმა დააკომპლექტეს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეერკინებიან, მეორეადგილოსნები მე-3 პოზიციისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესამეზე გასულნი - მე-5 საფეხურს გაითამაშებენ.

 

“ჩერჩილის თასი 2011”. ინგლისი
A ჯგუფი:
ინგლისი A, ტონგა, აშშ;
B ჯგუფი: კანადა, იტალია A, რუსეთი;

 

4 ივნისი
კანადა – იტალია A
აშშ – ინგლისი A

 

8 ივნისი
აშშ – ტონგა
კანადა – რუსეთი

 

12 ივნისი
რუსეთი – იტალია A
ტონგა – იტალია A

 

18 ივნისი
ფინალი

A1 – B1

 

მე-3 ადგილისთვის
A2 – B2

 

მე-5 ადგილისთვის
A3 – B3 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081658