ამბები

18:38 | 3.03.2011 | ნანახია 4310 - ჯერ

რაგბის კავშირმა განრიგი ჩამოწერა

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი, სტარტს 9 აპრილს აიღებს და მასში წინა გათამაშებების მსგავსად, 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რეგულარული პირველობა ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ოთხი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ავსტრალიურ ფლეი ოფში განაგრძობს, რასაც მცირე ფინალი მოყვება, 2011 წლის საქართველოს ჩემპიონის ვინაობა კი - 5 ნოემბერს გაირკვევა.
V ტურის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში თითქმის ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება, რადგანაც მაისის ბოლოს, თბილისში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფა უნდა გაიმართოს და გათამაშება 11 ივნისს განახლდება. სეზონთაშორის შესვენება 18 ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდე გასტანს, თუმცა ამ პერიოდში, საქართველოს 2011 წლის თასის გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება.
მთლიანობაში, საკლუბო სეზონი საქართველოში 26-27 მარტს, 7-კაცა რაგბის პირველი ეტაპით განახლდება. ამას, 2 აპრილს, სათასო შეხვედრები მოჰყვება. წელს საქართველოს თასის გათამაშება შემოკლებული პროგრამით შედგება და მასში მხოლოდ უმაღლესი ლიგის 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რომ ერთმატჩიან 1/4-ფინალში, საქართველოს ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი” უმაღლეს ლიგაში წელს აღზევებულ გორის “თსუ/ლომებს” დაუხვდება, ქვეყნის თასის მფლობელი თბილისის “ლელო”, ტიტულის დაცვას თანაქალაქელ “არმაზთან” მატჩით დაიწყებს, მეორე დედაქალაქურ დერბიში “ყოჩები” “აკადემიას” დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის “აია” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ თასის 1/4-ფინალში დაწყვილებული გუნდები, ერთი კვირის თავზე ერთმანეთს რეგულარული პირველობის პირველ რაუნდშიც შეხვდებიან. თასის ნახევარფინალები სეზონთაშორის შესვენებისას, 25 ივნისს და 2 ივლისსაა დანიშნული. აქ უძლიერესის ვინაობა უკვე ორი მატჩის ჯამით განისაზღვრება, ფინალური მატჩი კი - 9 ივლისს გაიმართება. აქვე, ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა, სადაც ასევე 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, სტარტს 3 აპრილს აიღებს.   

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი
პირველი წრე
I რაუნდი. 9 აპრილი

ლოკომოტივი (თბილისი) - თსუ/ლომები (გორი)
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
ვისოლი-ყოჩები (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
აია (ქუთაისი) - ხარები (რუსთავი)
II რაუნდი. 16 აპრილი
ლომები - ხარები
ლოკომოტივი - ლელო
არმაზი - ყოჩები
აკადემია - აია
III რაუნდი. 30 აპრილი
ლელო - ლომები
ყოჩები - ლოკომოტივი
აია - არმაზი
ხარები - აკადემია
IV რაუნდი. 7 მაისი
ლომები - აკადემია
ლელო - ყოჩები
ლოკომოტივი - აია
არმაზი - ხარები
V რაუნდი. 14 მაისი
ყოჩები - ლომები
აია - ლელო
ხარები - ლოკომოტივი
აკადემია - არმაზი
VI რაუნდი. 11 ივნისი
ლომები - არმაზი
ყოჩები - აია
ლელო - ხარები
ლოკომოტივი - აკადემია
VII რაუნდი. 18 ივნისი
აია - ლომები
ხარები - ყოჩები
აკადემია - ლელო
არმაზი - ლოკომოტივი
მეორე წრე
VIII რაუნდი. 3 სექტემბერი
ლომები - ლოკომოტივი
არმაზი - ლელო
აკადემია - ყოჩები
ხარები - აია
IX რაუნდი. 10 სექტემბერი
ხარები - ლომები
ლელო - ლოკომოტივი
ყოჩები - არმაზი
აია - აკადემია
X რაუნდი. 17 სექტემბერი
ლომები - ლელო
ლოკომოტივი - ყოჩები
არმაზი - აია
აკადემია - ხარები
XI რაუნდი. 24 სექტემბერი
აკადემია - ლომები
ყოჩები - ლელო
აია - ლოკომოტივი
ხარები - არმაზი
XII რაუნდი. 1 ოქტომბერი
ლომები - ყოჩები
ლელო - აია
ლოკომოტივი - ხარები
არმაზი - აკადემია
XIII რაუნდი. 8 ოქტომბერი
არმაზი - ლომები
აია - ყოჩები
ხარები - ლელო
აკადემია - ლოკომოტივი
XIV რაუნდი. 15 ოქტომბერი
ლომები - აია
ყოჩები - ხარები
ლელო - აკადემია
ლოკომოტივი - არმაზი
ავსტრალიური ფლეი-ოფი. 22 ოქტომბერი.
მცირე ფინალი. 29 ოქტომბერი
ფინალი. 5 ნოემბერი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076256