6 ერი

14:14 | 9.03.2016 | ნანახია 1084 - ჯერ

უელსი უცვლელი შემადგენლობით

2016 წლის ექვსი ერის მეოთხე რაუნდში, 12 მარტს „თვიქენჰემზე“ ინგლისთან გასამართი არაოფიციალური, მაგრამ ფატობრივად ფინალური მატჩისთვის, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა სასტარტო შემადგენლობაში იმ მორაგბეებს ანდო ადგილი, რომლებმაც ორი კვირის წინ საფრანგეთის ძლევას ჩაუყარეს საფუძველი.

23-კაციან განაცხადში სამი ცვლილებაა და სამივე სათადარიგოთა სკამზე. შერკინების პირველი ხაზი - რობ ევანსი, სკოტ ბოლდუინი და სამსონ ლი, ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებს; მეორე ხაზის - ბრედლი დევისისა და ალუნ ვუნ ჯონსის კეპების საერთო რაოდენობა 150 კეპზე მეტს მოიცავს.

„გამოცდილი შემადგენლობა დავაყენეთ. წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაც არაა, რადგან მათ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს საფრანგეთთან და ვიმედოვნებთ, იგივეს შეძლებენ ამ შაბათსაც. სათადარიგოთა სკამზე დაგვიბრუნდნენ მოთამაშეები, რომლებმაც ტრავმები მოიშუშეს. გვყავს გამოცდილი და ახალგაზრდების ნაზავი და ამ ბალანსით კმაყოფილი ვარ“ - თქვა შემადგენლობის დასახელების შემდეგ გეტლანდმა.

უელსი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯეიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორტი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ დევისი; 1. რობ ევანსი, 2. სკოტ ბოლდუინი, 3. სამსონ ლი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ ვუნ ჯონსი, 6. დენ ლიდიეტი, 7. სემ უორბარტონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.

სათადარიგოები: 16. კენ ოუენსი, 17. პოლ ჯეიმსი, 18. ტომას ფრენსისი, 19. ლუკ ჩარტერისი, 20. ჯასტინ ტიპურიკი, 21. რის უები, 22. რის პრისტლენდი, 23. გარეტ ენსკომბი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:20 | 09.03.2016
BEERTRANCE (1073)

მაგარი თამაში იქნება, მემგონი უელსი აჯობებს.

0.096067