ამბები

14:28 | 7.03.2011 | ნანახია 5549 - ჯერ

რუმინეთი საქართველოსთვის ცვლილებებით ემზადება

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 12 მარტს, თბილისში, საქართველოს წინააღმდეგ გასამართი ერთა თასის მატჩისათვის მზადება დაიწყო. გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელმაც შეკრება კვირას დაიწყო, 31 მორაგბე მოხვდა.
რუსეთთან მატჩისგან განსხვავებით, რომელიც რუმინელებმა ბუქარესტში 33:3 მოიგეს, გუნდს დაუბრუნდნენ დრაგოს დიმა, სამუელ მარისი, ვალენტინ ურსაჩე და იონუტ დიმოფტე. გამოძახებულთა შორის პირველად მოხვდა ტრაიან პლოტში, რომელმაც თავი 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში თამაშისას გამოიჩინა. დიმოფტე ტრავმირებული იყო და აქამდე ამის გამო ვერ თამაშობდა. მარისის ნაცვლად მიხაი ლაზარის უნდა ეთამაშა, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და გუნდს ამის გამო დააკლდა. დაშავებულია ოვიდიუ ტონიტაც და ექიმები მისი თამაშის შესაძლებლობას ბოლო მომენტში გადაწყვეტენ. რუმინელები თბილისს 10 მარტს ეწვევიან, შეხვედრა კი 12 მარტს, “მიხეილ მესხზე” გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

რუმინეთის ნაკრები
პირველი ხაზი: დრაგოს დიმა (“ბლანიაკი”, საფრანგეთი), ვასილე მარისკარიუ (“ბობინი”საფრანგეთი), ნიკოლაე ნერე (“სტიაუა”), სამუელ მარისი (“ტიმიშოარა”), პეტრუ ტამბა (“დინამო”), ბოგდან ზებეგა (“სტიაუა”), ანდრეა რადოი (“ბეია მარე”);
მეორე ხაზი: სორინ სოკოლი (“ლურდი”, საფრანგეთი), კრისტიან პეტრე (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი), ვალენტინ პოპირლანი (“ბუქარესტი”), ვალენტინ ურსაჩე (“ექს ენ პროვანსი”, საფრანგეთი);
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”), დანიელ ლანუსი (“სტიაუა”), მიჰაი მაკოვეი (“ბეია მარე”), ოვიდიუ ტონიტა (“პერპინიანი”, საფრანგეთი), დანიელ კარპო (“კონსტანცა”), ტრაიან პლოტში (“ფიგასი”, საფრანგეთი);
ნახევარმცველები: ლუსიან სირბუ (“მილაუ”, საფრანგეთი), ვალენტინ კალაფეტეანუ (“ტიმიშოარა”), ფლორიან სურგუ (“ბუქარესტი”), დანუტ დუმბრავა (“სტიაუა”), ფლორიან ვლაიკუ (“სტიაუა”);
უკანა ხაზი: კსაბა გალი (“ბაია მარე”), კონსტანტინ გეარა (“კონსტანცა”), რობერტ დასკალუ (“სტიაუა”), იონელ კაზანი (“სტიაუა”), იონუტ დიმოფტე (“ბაია მარე”), კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”), მადალინ ლემნარუ (“ტიმიშოარა”), კატალინ ნიკოლაე (“კონსტანცა”), იულიან დუმიტრასი (“ლურდი”, საფრანგეთი).

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.552731