ქართველი მორაგბე დავით ქუბრიაშვილი დისკვალიფიკაციას გადაურჩა და თამაშს უახლოეს მატჩში შეძლებს. ფრანგული “ტულონის” ბურჯს ბრალად, 12 თებერვალს, “ბრივთან” მატჩში არასპორტული ქცევა ბრალდებოდა, თუმცა, საფრანგეთის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა იგი უდანაშაულოდ სცნო. მოგეხსენებათ, ქუბრიაშვილი რუმინეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრებში არ გახლავთ გამოძახებული, ამდენად, მომავალ შაბათს, საფრანგეთის ტოპ-14-ში აუტსაიდერ “ბურგუენთან” მატჩისთვის მოემზადება. თავად “ტულონი” 20 ტურის თავზე, 50 ქულით მე-8 ადფილზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია